კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკადრო გადაადგილებები ხონის საკრებულოსა და გამგეობაში

23 ივნისი, 2010
ხონის ახალარჩეულ საკრებულოში 22 წევრია. აქედან 10 პარტიული სიით მოხვდა საკრებულოში, ხოლო 12 მაჟორიტარი დეპუტატია. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ხონშიც ყველა მაჟორიტარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

ხონის საკრებულოში ოპოზიციის ორი წარმომადგენელი მოხვდა. „ალიანსი საქართველოსთვის“ ინტერესს „ახალი მემარჯვენეების“ პირველი ნომერი ილო ყუფარაძე დაიცავს. ხოლო გია ხალიჩავა „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელია. ეს ორი დეპუტატი საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა საკრებულოს პირველ სხდომაზე ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელობა ითხოვა, რაზეც არგუმენტირებულია უარი მიიღო.

საკრებულოს პირველ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ხონში ლევან ბობოხიძე არ დასწრებია. საკრებულოს თავჯდომარედ კი გიორგი გელენიძე აირჩიეს, რომელიც მუნიციპალიტეტში ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მოადგილეობა კი საკრებულოს ყოფილ თავჯდომარეს რეზო ფარცხალაძეს ხვდა წილად.

საკრებულოში ოთხი კომისია შეიქმნა. იურიდიულ კომისიას მერაბ მოსეშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო კომისია ლაშა კვაბზირიძეს ჩააბარეს, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელად რობერტ რუხაძეა, ხოლო საბიუჯეტო კომისია საკრებულოს თავჯდომარის ყოფილ მოადგოილეს მიანდეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხონის საკრებულოში ორი ფრაქცია - „მაჟორიტარები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნა. ფრაქცია „მაჟორიტარებს“ ჯაბა საღინაძე უხელმძღვანელებს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - სოცუზრულველყოფის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო სულაბერიძე.

საკრებულოს წევრებმა მინიციპალიტეტის გამგებელი აირჩია. ეს ადგილი ამჯერად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მეორე მოადგილეს ზურაბ ჯიბუხაიას ხვდა წილად. ხოლო მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ბალავაძე ამჯერად მხოლოდ საკრებულოს წევრობას დააჯერეს.

მარიკა ვაჭარაძე, ხონი

ახალი ამბები