კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტები ჩამოვიდნენ

23 ივნისი, 2010
23 ივნისს თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები თბილისში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე წინასწარი მოკვლევის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ. ამ ვიზიტის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით დანაშაულებზე წინასწარ მოკვლევას აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი თბილისში რამდენჯერმე იყო ჩამოსული. დაგეგმილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ვიზიტიც.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს 23 ივნისს ესტუმრა და სხვადასხვა შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ისინი გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე გამოძიებას რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი რუსეთ-საქართველოს ომის დროს შესაძლო დანაშაულებებზე წინასწარ მოკვლევას ატარებს. პროკურორის ოფისს ინფორმაციის მიწოდებაში საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. ერთ-ერთია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც პროკურორის ოფისს ინფორმაციებს უგზავნის.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ დონეზე არ მოხდება სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, საერთაშორისო სასამართლო წინასწარი ანალიზის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავა.

მისივე განმარტებით, რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთ კვირაში საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა გამოაცხადა, რომ ინტერესდება ამ თემით და იწყებს წინასწარ ანალიზს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 5 მსგავსი საქმე შეისწავლა. ამჟამად კენიაში სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ საქმეს იხილავს, სწავლობს ომისა და დაპირისპირების დროს დანაშაულებებს და აყენებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობას. სასამართლოს პროკურორმა სუდანის პრეზიდენტის დაკავების ბრძანებაც გასცა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები