კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაიკლ მაკფოლი: „ჩვენი მიზანია, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს“

24 ივნისი, 2010
აშშ-ის მიზანია, დაარწმუნოს რუსეთი, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, მაიკლ მაკფოლიმ რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

„ვაშინგტონმა უკვე სტუმარს არც ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ“, – იუწყება სააგენტო „იტარ-ტასი“.
 
„ობამას ადმინისტრაციას განზრახული აქვს, განიხილოს მოსკოვის მოქმედებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ამ რეგიონებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, აშშ-ის უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორმა, მაიკლ მაკფოლიმ.

მისი თქმით, აშშ-მ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ჯარის ყოფნის საკითხზე უთანხმოება აქვს. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღნიშნულ რეგიონებში სტაბილურობით, დამკვირვებელთა მისიის გაფართოებით და გამჭვირვალობით იმისა, თუ რას აკეთებს იქ რუსეთი. ჩვენ შევეცდებით რუსეთს შევაგნებინოთ, რას ვაკეთებთ ქართულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ჩარჩოებში“, - განაცხადა მაკფოლმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხში ბენ როდსი კი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოებამ ვაშინგტონსა და მოსკოვს არსებითი პრობლემების გადაწყვეტაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

„დიახ, ჩვენ გვაქვს რუსეთთან უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ყველა მეზობლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ისეთ სფეროებში, რომლებიც მხარეების ინტერესებში თანაბრად შედის“.
 
როდსმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმ საკითხების ღია განხილვა, რომლებზეც მათ შორის უთანხომოებაა, „აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების გულწრფელ ურთიერთობებზე მიუთითებს“.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენ შევძლებთ რუსეთთან დიალოგი ვაწარმოოთ უსაფრთხოების საკითხებზე, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი საკითხი როგორც რუსეთისა და აშშ-ს, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მაკფოლმა.

დიმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გუშინ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს, ამერიკელ პარტნიორებთან ინოვაციურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები