კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასრულდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტი - „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის“

24 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაასრულა მუშაობა პროექტზე - „იურიდიული დახმარება საქართველოში მცხოვრებ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის“. პროექტის ფარგლებში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ უფასო იურიდიული დახმარება აღმოუჩინა 90-ზე მეტ უნარშეზღუდულ მოქალაქესა და მათ ნათესავებს. პროექტი ფინურმა ფონდმა ABILIS-მა დააფინანსა და 8 თვე გრძელდებოდა. 6 თვის განმავლობაში უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საინფორმაციო რგოლი გადიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სოციალური რეკლამის სტატუსით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რამდენიმე საქმეზე სარჩელით მიმართა სასამართლოს.  ერთი საქმე გააგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. პარალელურად, ახორციელებდა ფსიქიატრიული დაწესებულებების ძირეულ მონიტორინგს და აწყობდა სისტემატიურ ვიზიტებს დღის სარეაბილიტაციო ცენტრებში.

25 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროექტის შესახებ ანგარიშს ვებ-პორტალზე გამოაქვეყნებს და პრეკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნობს. პროექტის ანგარიშის თანახმად, 2007 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია ფსიქიკური პრობლემების მქონე 72 588 ადამიანი, მათ შორის - 1496 ბავშვი. უფლებადამცველ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს ციფრები მოიცავს მხოლოდ რეგისტირებულ ადამიანებს და არა ყველას, ვინც რეალურად საჭიროებს მკურნალობას.

საავადმყოფოებში არსებული პირობები და სიტუაცია საშუალებას არ აძლევს პაციენტებს და მათ ნათესავებს, დათანხმდნენ ასეთ მკურნალობაზე. ამის გამო საქართველოს ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტები ხდებიან მხოლოდ ყველაზე მწვავე პრობლემების მქონე, სახსრებისა და სათანადო საცხოვრებლის არმქონე პირები, სხვები კი მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართავენ; ზოგჯერ მიმართავენ „ჯადოსნებს“, რომლებიც მათ პირდებიან ჯადოს მოხსნას. ხშირად კი, უბრალოდ, არაფერს აკეთებენ და დაავადებას განვითარების საშუალებას აძლევენ.

გონებრივად შეზღუდული ადამიანები ხშირად ჩაკეტილი არიან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში - მაშინაც კი, როცა არ საჭიროებენ ჰოსპიტალურ მკურნალობას. ამ ტენდენციის მიზეზი ბევრია. თვალსაჩინოებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ სანიმუშო საქმეს წარმოადგენს. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, ჩაიწერონ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების პოზიცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, 24.06.10.

ახალი ამბები