კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოჯანმრთელების მიუხედავად, დედა-შვილი ნადია და ნანა კორტანელები რამდენიმე წელია, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცხოვრობენ

25 ივნისი, 2010
დედა-შვილი ნადია და ნანა კორტანელები გამოჯანმრთელების მიუხედავად, რამდენიმე წელია, ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რჩებიან.

როგორც 25 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ანგარიშის - „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის საქართველოში“ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, მათ წასასვლელი არსად აქვთ. მისი განმარტებით, დედის მეურვედ დანიშნულმა შვილმა საერთო საკუთრება - ბინა გაყიდა და დედა-შვილს წასასვლელი აღარსად აქვთ.

მისი განმარტებით, ნადია კორტანელის ვაჟი იღებდა ასევე დედის და დის კუთვნილ პენსიას და მათ არ აძლევდა. „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ევალებოდა ზედამხედველობა და კონტროლი, რამდენად ჯეროვნად ასრულებდა მეურვე დაკისრებულ მოვალეობებს. თუმცა ამ ორგანოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ლონდარიძემ.

პრეზენტაციას ნანა კორტანელიც ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე წელია, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცხოვრობს.

როგორც მან განაცხადა, დედასთან ერთად ფსიქიატრიულში ძმამ და რძალმა მიიყვანა. ბინა, რომელიც საერთო საკუთრება იყო, ჯერ დააგირავა, შემდეგ გაყიდა. ხოლო დედის პენსია, რომელსაც მეურვე იღებდა, ავადმყოფს არ ხმარდებოდა.

„ძმა და რძალი ახლა დედას არ იღებენ. დედას არა აქვს იმედი, რომ ისინი მიხედავენ. ვითხოვთ ერთი ოთახის გამოყოფას, სადაც მე და დედა ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ნანა კორტანელმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშით, ეს ერთ-ერთი ფაქტია, როდესაც უკვე განკურნებულებს წასასვლელი არსად აქვთ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში რჩებიან. ანგარიშის მიხედვით ასეთი ფაქტი ბევრია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები