კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო უმრავლესობაში გაზის მაგისტრალური მილსადენის დაგეგმილ პრივატიზებას ადასტურებენ

1 ივლისი, 2010
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია გაზის მაგისტრალური მილსადენის დაგეგმილ პრივატიზებას და ამ მიზნით მისი შესაბამისი სახელმწიფო ობიექტების ნუსხიდან ამოღებას ადასტურებს.

„იყო დრო, როცა კაშხლები, „თელასი“ და მსგავსი ტიპის ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდა და მოსახლეობას არც გაზი და არც ელექტოენერგია მიეწოდებოდა. ქვეყნაში ენერეგეტიკული პრობლემები სწორედ ამ ობიექტების პრივატიზების შემდეგ მოგვარდა. მომავალში შეიძლება, გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზებაც განხორციელდეს, რაც კანონისა და ქვეყნის ინტერესების დაცვით მოხდება“, - განუცხადა „პირველს“ თორდიამ, რომლის აზრით, ამ შემთხვევაში ობიექტის „სტრატეგიულობაზე“ საუბარი „მოძველებული მიდგომაა“.   

თორდია ერთ-ერთი ავტორია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების“ შესახებ იმ ახალი კანონპროექტისა, რომელშიც საპრივატიზაციოდ აკრძალულ ობიექტთა ჩამონათვალში გაზის მაგისტრალური მილსადენი აღარ ფიგურირებს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები