კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზემო ხოდაშენის სკოლის დირექტორი ოპოზიციონერ მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება

1 ივლისი, 2010
ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ბახბახიშვილი, რომელიც ამავე დროს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი წევრია, ოპოზიციონერ მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ისტორიის მასწავლებელი ლეილა ჯავახიშვილი, 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში, „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი იყო. ბახბახიშვილი მას მაშინვე დაემუქრა, რომ ანგარიშს არჩევნების შემდეგ გაუსწორებდა.

„გუშინ პედაგოგიური საბჭოს სხდომა მოიწვია. მითხრა, ჩემი ნება რომ იყოს, სკოლიდან აქამდე გაგაგდებდიო. იქვე გაგვაფრთხილა, რომ ვინც მისი მხარდამჭერები არ ვიყავით, 18 სასწავლო საათი დატვირთვა არ გვექნება და შესაძლოა, სკოლის დატოვება მოგვიხდეს. საჩივრის შეტანა არსად არ გაბედოთო. მარტოხელა ვარ. 30 წელია სკოლაში ვმუშაობ. არც საპენსიო ასაკი მაქვს. რატომ უნდა გამათავისუფლოს სკოლიდან?“, - ამბობს ლეილა ჯავახიშვილი.

ზემო ხოდაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ბახბახიშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ზემო ხოდაშენის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა უფლებების დაცვის მიზნით მონიტორინგს განახორციელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები