კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალასანიას პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ევროსასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება შეასრულოს

2 ივლისი, 2010

ირაკლი ალასანიას პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მიღებული ევროსასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება შეასრულოს.
 
„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 30 ივნისის გადაწყვეტილებას, ცოტნე გამსახურდიას საქმეში დროებითი ღონისძიების შესახებ.

„ამ შუალედური გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, ცოტნე გამსახურდია ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსოს, სადაც შესაძლებელი იქნება მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ. იგივე გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ცოტნე გამსახურდიას დაუბრკოლებელი შეხვედრები მის ადვოკატთან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაავრცელეს.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლომ მოსთხოვა, ერთი თვის ვადაში წარუდგინოს ცოტნე გამსახურდიას სრული სამედიცინო ისტორია, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დაკავების დღიდან აწარმოებს.

„სტრასბურგის სასამართლომ მოსთხოვა თავად ცოტნე გამსახურდიას, შეწყვიტოს შიმშილობა და არ მიმართოს პროტესტის ამ ზომას მისი საჩივრის განხილვის დასრულებამდე. „თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური გადაწყვეტილება. ამ სავალდებულო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს ევროპული კონვენციის 34-ე და 38-ე მუხლების დარღვევას და ხელისუფლების დაუმორჩილებლობის საკითხის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე გატანას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატები“ აგრეთვე მოუწოდებენ ცოტნე გამსახურდიას, დაიცვას ევროსასამართლოს მიერ მისდამი გამოტანილი გადაწყვეტილება და წერტილი დაუსვას შიმშილობას, რათა ევროსასამართლომ შეძლოს საქმეზე სიმართლის დადგენა მართლმსაჯულებისათვის შესაფერის პირობებში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები