კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნებამდე ყველაფერი დაშვებული იყო და არჩევნების შემდეგ ხალხი აღარ ვართ“

7 ივლისი, 2010
ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გლეხებს თელავი - თბილისის ავტომაგისტრალის პირას ატმის გაყიდვა აუკრძალეს, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დაპირისპირების შემდეგ მათ გზის პირას დარჩენა მოახერხეს, თუმცა სამართალდამცავები მძღოლებს მანქანის გაჩერების უფლებას არ აძლევენ, რის გამოც ატამს ვეღარ ყიდიან. „სამი დღეა ასე გვამწარებენ. ვისი ატამიც კარგად იყო მომწიფებული, დალპა და ღორებს დავუყარეთ. არჩევნებამდე ყველაფერი დაშვებული იყო და არჩევნების შემდეგ ხალხი აღარ ვართ. გამგეობაში მივედით, მაგრამ გამგებელმა შოთა უტიაშვილმა არ მიგვიღო, დღეს მოქალაქეების მიღების დღე არ აქვსო“, - აღნიშნეს გლეხებმა.

მოსახლეობა დახმარებას კახეთის გუბერნატორისგან ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თელავი-თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები