კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაცია ხონში - 18 პირი სპეცრაზმმა შუაღამისას დააპატიმრა

7 ივლისი, 2010
6 ივლისს, დილის 5 საათზე ხონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველობ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცრაზმის თანამშრომლებმა ხონის რამდენიმე სოფელში ერთდროულად 18 პირი აიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და იარაღი. დაკავებულთა დაკითხვები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. მათ ბრალს სავარაუდოდ 7 ივლისს წაუყენებენ.

ხონის პოლიციის სამმართველოს შენობის  წინ დაკავებულების მშობლები და ახლო ნათესავები იყვნენ შეკრებილნი. ისინი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ნიღბიანები მათ სახლებში დილის 5 საათიდან 6 საათამდე შეცვივდნენ.

„ოჯახში ბავშვები გვყავს. მძინარე ბავშვებმა რომ ეს ნიღბიანები დაინახეს, რომლებიც კარების მტვრევით შემოვარდნენ სახლში, ისტერიული ტირილი მორთეს. მაინტერესებს, ეს დაჭერის რა ფორმა იყო?! ეს არ არის ჩვენი უფლებების დარღვევა?!“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ქალბატონმა.

აქვე იყვნენ დაკავებულების მეზობლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა ისინი დაკავებულების სახლებში შეიყვანეს და მოთეთრო-მოყვითალო ფხვნილი აჩვენეს. მეზობლების თქმით, ეს „თეთრი ფხვნილი“ ლეიბების ქვემოდან გამოიღეს.

მშობლები, რომელთა შვილებს ნერკოტიკული საშუალებები, ე. წ. „თეთრი ფხვნილი“ და „პლანი“ საკუთარი სახლებში ჩხრეკის დროს უპოვეს, ამ ფაქტს უარყოფენ.

ჩხრეკის დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გაქცევა შეძლო, რომლის საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ, იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მცირე დოზა ამოიღო.
რამდენიმე დაკავებულმა ადვოკატს მიმართა, თუმცა დღის მეორე ნახევრამდე ადვოკატებმა დაკავებულებთან შესვლა ვერ მოახერხეს.

ნოდარ კვიციანი ერთადერთი ადვოკატია, რომელმაც თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლა 6 ივლისვე შეძლო. სავარაუდოდ, მას იარაღის უკანონო შენახვა ედება ბრალად. ასევე მას ერთ-ერთ „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო საუბარსაც ედავებიან.

„ქურდული ტრადიციების მიმდევრობა“, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდება იქნება, რასაც დაკავებულებს წაუყენებენ.

ოფიციალური ინფორმაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სამხარეო პოლიციის პრეს-სამსახურს არ გაუხმაურებია. დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, 7 ივლისს საღამოს წაუყენებენ. ხოლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესი 8 ივლისს ხონის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

მარიკა ვაჭარაძე, ხონი

ახალი ამბები