კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი და უცხოელი უფლებადამცავები მრგვალ მაგიდას გამართავენ

8 ივლისი, 2010
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მოლდოველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები მრგვალ მაგიდას მართავენ .
როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ განაცხადეს, მრგვალი მაგიდის თემაა - „სტრატეგიული სამართალწარმოება - ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

შეხვედრაზე ევროსასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ სპეციალურ მოხსენებას გააკეთებენ იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები.

სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესს და თავისებურებებს მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმოიხილავენ მოლდოველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველები.

შეხვედრის ინიციატორია მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაცია „პრომოლექსი“, რომლის პარტნიორიც საქართველოში არის ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.

მრგვალი მაგიდა იმართება „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები