კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ეჭვმიტანილები, მათ შორის ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე დააკავეს

9 ივლისი, 2010
თბილისის მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან ქურდული ტრადიციების მატარებლები: დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი. დაკავების დროს მათგან ამოღებულია ერთ-ერთი მოქალაქისგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ „მაზით“ 140 000 აშშ დოლარი მოგებული ჰქონდა დავით ფეიქრიშვილს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ამოსაღებად უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით ჩაერთო წარსულში ნასამართლევი ვატო ყიფიანი, რომელიც დაუკავშირდა თბილისში მყოფ დავით გაგნიძეს, გიორგი დემეტრაძეს და კახა მისირელს და მათი საშუალებით, ქურდული გარჩევებით ცდილობდა აღნიშნული თანხის ამოღებას და ნაწილის ე.წ. ქურდულ ობშიაკში გადარიცხვას.

ვატო ყიფიანს მოგებული თანხის 30 000 აშშ დოლარი ამოღებული ჰქონდა უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 აშშ დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. კახა მისირელის პირადი ჩხრეკის შდეგად ამოღბულია „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: „მაუზერის“ და „იერიხოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, ხოლო დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. რადგან ვახტანგ ყიფიანი ამჟამად იმყოფება უკრაინაში მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები