კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას სატელეფონო ტარიფების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს

13 ივლისი, 2010

"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას სატელეფონო ტარიფების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრით მიმართავს .
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის ინიციატივითა და პარლამენტის თანხმობით საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპის სატელეფონო საუბრებზე გადასახადები გაიზრდება.
ძაგანიას განცხადებით, "ლეიბორისტული პარტია" ამგვარ ქმედებებს და მოსახლეობის ძარცვას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება და ტარიფების დაწევისთვის იბრძოლებს.
კერძოდ, მისი თქმით, უახლოეს დღეებში პარტია საჩივარს შეიტანს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.
გარდა ამისა, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით პარტია სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის მომხმარებელთა კავშირების მსოფლიო ორგანიზაციას და მათ შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები