კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დემოკრატიისათვის ღია წერილს აქვეყნებს

5 ნოემბერი, 2007

4 ნოემბერი, 2007 წ.      
თბილისი, საქართველო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ ჯორჯ ბუშს,
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ქალბატონ ნენსი პელოსის,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ქალბატონ კონდოლიზა რაისს

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქალბატონო სპიკერო,
ძვირფასო ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გთხოვთ, გაამახვილოთ ყურადღება ჩვენს ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კრიზისზე. ასიათას ადამიანზე მეტი, მათ შორის ათასობით ადამიანი საქართველოს რეგიონებიდან, დგას მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციით საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ა.წ. 2 ნოემბრიდან უკვე სამი დღე-ღამის განმავლობაში და ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ გამოეხმაუროს, უპასუხოს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ნორმებსა და პრინციპებს. ხელისუფლება ცდილობს ამ მოვლენებს მისცეს რიგითი მიტინგის კვალიფიკაცია და სინამდვილეში კი ეს არის საერთო-სახალხო პროტესტი. იმთავითვე უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ არ გაგრძელდეს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა ახლანდელი პარლამენტის წევრებისა 4 წელზე მეტი, გაუქმდეს 2006 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც არჩევნების ვადა განისაზღვრა 2008 წლის შემოდგომაზე, ნაცვლად 2008 წლის აპრილისა, რათა განვახორციელოთ დემოკრატიული არჩევნების პრინციპები. გარდა ამ მნიშვნელოვანი და სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნისა, მშვიდობიანი მიტინგის გამოხატული მთავარი მოტივაცია არის, რომ მთავრობა იგნორირებას უკეთებს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს და კრიტიკას, თავს არიდებს, უკუაგდებს ხალხთან პირდაპირ დიალოგს, ახორციელებს შერჩევით მართლმსაჯულებას, რომელიც ხელყოფს ადამიანის უსაფრთხოებას ქვეყანაში.

პრეზიდენტი სააკაშვილი სრულ იგნორირებას უკეთებს აღნიშნულს. მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან გაკეთებული გამოხმაურება არ იქნა შეფასებული როგორც თანამშრომლობისკენ მიმართული და მათი კომენტარები იქამდე მიდიოდა, რომ მომიტინგეებს აბრალებდა ოლიგარქის დაფინანსების ოპოზიციის ლიდერების მიერ ორგანიზებულ შეთქმულებაში მონაწილეობას. ამავე დროს, “სამთავრობო სატელევიზიო” არხებით ვრცელდებოდა კომენტარები სადაც მომიტინგეები ასოცირებული იყვნენ მოსკოვის მიერ მართულ ჯგუფებთან და აგრეთვე იმათთან, ვინც თითქოსდა წინააღმდეგია საქართველოში “ნატო”-ში გაწევრიანებისა. ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია დედაქალაქის ცენტრში.

რადგან საქართველოს პრეზიდენტმა არანაირი გზით არ გამოხატა რეაქცია იმ მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მოთხოვნებზე და ის პასუხები და ახსნა-განმატებები რაც ხალმა მოისმინა საქარველოს მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალური წარმომადგენლებისა იყო უკომპრომისო, მიტინგი ვრცელდება, მოხდა ლოზუნგების რადიკალიზაცია და ახლა ყველა მოთხოვნის წინ გადმოიწია ახალმა – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა.

ვართ რა იმ სიტუაციის წინაშე, როდესაც არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობას და შექმნილი კონფრონტაციის შესაძლო დესტრუქციული შედეგების გათვალისწინებით, მოგმათავთ თხოვნით რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, მხარდამჭერებმა და პატივცემულმა მეგობრებმა, გამოიყენოთ თქვენი ავტორიტეტი იმისათვის, რომ განიმუხტოს სიტუაცია საქათველოში და გაჩნდეს დემოკრატიისათვის ჯანსაღი გარემო. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მკაფიო რჩევა, გააკეთოს საჯარო განცხადება და პირდაპირი დიალოგი დაიწყოს საკუთარ ხალხთან დაუყოვნებლივ. ასეთ დროს “დახურული კარის დიპლომატია” კონტრ-პროდუქტიულია. ოპოზიციის თავდაპირველი მოთხოვნების ფარგლებში შესაძლებელია მიღწეულ იქნას კონსტრუქციული შეთანხმება. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული იმის შესახებ, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის აპრილში. ეს დაგვეხმარება შესაძლო გართულებებისა და ინციდენტების თავიდან აცილებაში, ხალხში უიმედობის აღმოფხვრაში და კონსტიტუციური წესრიგის უზენაესობის აღდგენაში.

არასამთავრობო ორგანიაციათა კოალიცია - დემოკრატიისათვის სახელით,
საკოორდინაციო საბჭოს წევრები:

გიორგი ხუციშვილი, დირექტორი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვევითი ცენტრი;
გიორგი ჩხეიძე, თავმჯდომარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
უჩა ნანუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ირაკლი სესიაშვილი, დირექტორი, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”;
ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის;
ნინო ციხისთავი, თავმჯდომარე, კავკასიის ქალთა ქსელი;
ირინა ფუტკარაძე, თავმჯდომარე, “ჯანმრთელი სამყარო”
არნოლდ სტეპანიანი, თავმჯდომარე, სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“;
ზაქარია ქუცნაშვილი, თავმჯდომარე, ასოციაცია „კანონი ხალხისათვის”
ნუკრი ყველაშვილი, კოორდინატორი, „სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია” მოძრაობა “ახალგაზრდული ალტერნატივა”;
კობა ბოჭორიშვილი, თავმჯდომარე, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
მანან კობახიძე, თავმჯდომარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
ალექსი შოშიკელაშვილი, თავმჯდომარე, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი;
ლაშა ჩხარტიშვილი, გამგეობის წევრი, „თანასწორობის ინსტიტუტი“;
ირმა ინაშვილი, გამგეობის წევრი, ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირი “ობიექტივი”

ახალი ამბები