კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი შენიშვნები საქართველოს

4 ნოემბერი, 2007

კომიტეტი მიესალმება წევრი სახელმწიფოების მიერ მესამე გამოცემის ანგარიშის დროულ წარდგენას, რომელიც შეიცავს საჭირო და დეტალურ ინფორმაციას მეორე გამოცემის დასკვნითი შენიშვნების განხილვის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კომიტეტი აფასებს სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური ექსპერტებით დაგომპლექტებული დელეგაციის სხდომაში მონაწილეობას, ასევე  მათი მხრიდან წევრი სახელმწიფოს ანგარიშის განხილვის პროცესში კომიტეტის მიერ დასმულ შეკითხვებზე ზეპირი და წერილობითი ფორმით გაცემულ ამომწურავ პასუხებს.

პოზიტიური მხარეები

1. კომიტეტი ასევე მიესალმება საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ დონეზე მთელი რიგი მნიშველოვანი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც წევრი სახელმწიფოს მიერ ანგარიშით გათვალისწინებულ წლებში იქნა წარმოდგენილი კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად და კომიტეტის 2002 წლის გარკვეული რეკომენდაციების მიხედვით.

2. კომიტეტი მიესალმება 2006 წელს საქართველოს შესვლას კონვენციის არასავალდებულო პროტოკოლში წამებისა და სხვა სასტიკი არაადამინური, დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის წინაღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამის აღსრულებას.

3. კომიტეტი მიესალმება 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ კანონს ქონების აღდგენასთან დაკავშირებით და წევრ ქვეყანას მოუწოდებს მიიღოს ყველა ზომა ამ კანონის დაუყოვნებლივ ასამოქმედებლად.

რეკომენდაციების ძირითადი საკითხები

4. სანამ მხედველობაში მივიღებთ წევრი ქვეყნის წინაშე მდგარ სირთულეებს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით ან გავაცნობიერებთ იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ არაკონტროლირბად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამინების უფლებათა დაცვის მიზნით გადაიდგა, მათ შორის გაერთიანებული ერების სპეციალურ პროცედურათა მექანიზმისათვის ხელის შეწყობა რომლის მეშვვეობითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა მოინახულოს კონფლიქტური რეგიონები და დე ფაქტო ხელისუფლება დიალოგში ჩართოს, მანამ იქ მცხოვრები მოსახლეობა ხელშეკრულების დებულებებით (მუხლი I და II) სათანადოდ ვერ სარგებლობს, რაც კომიტეტის უკმაყოფილებას იწვევს.

წევრი ქვეყანა ვალდებულია განაგრძოს ყველა შესაძლებელი ზომების მიღება დისკრიმინაციის გარეშე და ხელშეკრულების შესაბამისად კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დაცვის მექანიზმი გააძლიეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ხელშეწყობით. წევრმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.

5. კომიტეტი აღიარებს: ა) 2007 წლის აპრილში შეტანილ ცვლილებებს კანონში ლტოლვილთა საკითხებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილებს ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი; და ბ) გენერალური პროკურატურის ახალ პროცედურებს, რომელიც მიმართულია დეპორტაციის გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ. თუმცა კომიტეტი შეწუხებულია იმ არსებული საკანონმდებლო ბაზით რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს  გასახლების ანუ იძულებითი დაბრუნების აკრძალვის პრინციპის დაცვას კერძოდ კი II, VI და VII მუხლების აღსრულებას.
წევრი ქვეყანა ვალდებულია:

ა) მიიღოს ეფექტური საკანონმდებლო და პროცედურული ბაზა, რათა უზრუნველყოს ის ფაქტი, რომ არცერთი პიროვნება არ იქნეს დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება და საფუძლიანი რისკიც არსებობს რომ ამ პიროვნებებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამოართმევენ სიცოცხლის უფლებას ან გახდებიან წამებისა და არადამინაური მოპყრობის მსხვერპლნი.
ბ) უზრუნველყოს ტრენინგების ჩატარება მესაზღვრეებისათვის თავშესაფარის მძებნელთა უფლებებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბოს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც თავშესაფრის მძებნელი შესაბამის მთავრობას მესაზღვრის მეშვებით მიმართავს.

6. კომიტეტი აღიარებს 2006 წლის მაისში მიღებულ კანონს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და ამ ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ. თუმცა შეშფოთებულია იმ ფაქტით რომ ქალთა ძირითადი ნაწილი კვლავ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და მათ დასაცავად არ არსებობს სათანადო ზომები და მექანიზმები. კომიტეტი სინანულს გამოთქვამს წევრი ქვეყნის დამოკიდებულებაზე, რაც მას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გააჩნია, რადგან სახელმწიფო თვლის, რომ უმთავრესად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პასუხისმგებელნი დაიცვან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, თუმცა მათ სახელმწიფო ამ კუთხით ფინანსურად არ ეხმარება (მუხლი III, XXIII, XXVI). წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები 2006 წლის კანონის ასამოქმედებლად, მათ შორის:

ა) ჩამოაყალიბოს მექანიზმი და შექმნას დახარისხებული მონაცემთა ბაზა ოჯახური, სექსუალური, ასაკობრივი ძალადობის მსხვერპლთა და დამნაშავეთა შესახებ, სადაც ასევე მოცემული იქნება ჩატარებულ გამოძიებათა შედეგები და ეს ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო.
ბ) დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნას ყველა საჩივარი, რომელიც ოჯახური ან სხვა ტიპის ძალადობის ფაქტებს უკავშირდება ქალთა მიმართ მათ შორის ქალის მოტაცება ქორწინების მიზნით ან გაუპატიურება; და აღძრან სისხლის სამართლის საქმეები დამნაშავეთა წინააღმდეგ; და
გ) მიიღონ ყველა ზომა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად, რომელიც
გულისხმობს სათანადო ოდენობის თავშესაფრების არსებობას ქვეყნის მაშტაბით.

7. კომიტეტი შეშფოთებულია  იმ სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რომელიც გამოწვეულია   სამართალდამცავთა მხრიდან ძალის ზედმეტი გამოყენებით. კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებას გამოხატავს 2006 წლის მაისში თბილისის #5 საპყრობილეში მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც, მინიმუმ 7 პატიმარი დაიღუპა. (მუხლი VI)

წევრი ქვეყნა ვალდებულია მტკიცე ზომები მიიღოს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით კი:

ა) უზრუნველყოს სასწრაფო და მიუკერძოებელი გამოძიება იმ საქმეებისა, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებას ეხება, მათ შორის 2006 წელს თბილისის #5 საპყრობილეში მომხდარი ინციდენტის გამოძიება და შემდეგ გამოძიების შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა.
ბ) დამნაშავე პირთა მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები.
გ) სამართალდამცავებს ჩაუტარონ ტრენინგები ძალის გადამეტებული გმოყენების
სისხლის სამართლებრივ მხარეებზე და ასევე ძალის გამოყენების პროცესში
პროპორციულობის პრინციპზე. ამ კუთხით კომიტეტი წევრ ქვეყნას ურჩევს
ყურადღება მიაქციოს გაეროს 1990 წლის ძირითად პრინციპებს ძალისა და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სამართალდამცავთა
მხრიდან;
დ) უზრუნველყონ კომპენსაციების გაცემა დაზარალებულთა და მათი ოჯახებისათვის.

8. კომიტეტი აღიარებს და იწონებს იმ დადებით ცვლილებესა და მიღებულ ზომებს, რაც საკანონმდებლო და სასამართლო დონეზე განხორციელდა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რათა სათანადოდ დაეცვა პატიმრობაში  მყოფი ადამინები წამებისა და სხვა მსგავსი მოპყრობისაგან, რაც გარკვეულწილად ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად შემცირდა კიდეც, თუმცა კომიტეტი სინანულს გამოთქვამს პოლიციელთა მხრიდან უხეში მოპყრობის ფაქტებზე განსაკუთრებით კი ეჭვმიტანილთა დაკავების პროცესში.(მუხლი II, VII და IX)

წევრი ქვეყანა ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საჩივრების სასწრაფო და ობიექტური გამოძიება წამებისა და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და წამოიწყოს სისხლის სამართლის საქმეები დამნაშავე პირთა მიმართ;
ბ) უზრუნველყოს დაზარალებულნი სათანადო კომპენსაციებით;
გ) უზრუნველყოს არსებული სახალხო დამცველის აპარატის მსგავსი დამოუკიდებელი და კომპეტენტური ეროვნული მექანიზმების შექმნა წამების პრევენციისათვის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის  წინააღმდეგ კონვენციის დამატებითი ოქმის შესაბამისად;
დ) მომავალი წლებისათვის იქონიოს წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის დაწვრილებითი სამოქმედო გეგმა, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომელიც გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა გააკეთა წამებასა და სხვა სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელთან დაკავშირებით 2005 წელს საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ.

9. მონაწილე სახელმწიფოს მიერ პატიმართა მოპყრობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ქმედებების აღნიშვნისას, როგორიცაა გლდანში (თბილისი) ახალი ციხის მშენებლობა, კომიტეტი მიუთითებს, რომ მონაწილე სახელმწიფოს მთელ რიგ ციხეებში კვლავ არსებობს არახელსაყრელი პირობები. კერძოდ, ციხეების გადაჭედვა, არასაკმარისი და დაბალი ხარისხის საჭმელი, არაშესაბამისი განათება და სუფთა ჰაერი, არადამაკმაყოფილებელი პირადი ჰიგიენის პირობები და ციხის პირობების გამო გარდაცვლილ პატიმართა დიდი რიცხვი, მოწმობს დაკავების ადგილებში ცუდი მოპყრობის არსებობას (მუხლი 10).

მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაატაროს სასწრაფო, მტკიცე, პოზიტიური და მიზანმიმართული ზომები იმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინც გათავისუფლებულ იქნა მათთვის განაჩენის გამოტანამდე და განაჩენის გამოტანის შემდეგ, თუ ისინი აკმაყოფილებენ გაეროს პატიმართა მოპყრობის სტანდარტულ მინიმალურ წესების ყველა მოთხოვნას. კერძოდ, ციხეების გადაჭედვა საბოლოოდ უნდა შეწყდეს. ამასთან, მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იმპლემენტაცია.

10. მონაწილე სახელმწიფოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად არჩეული სტრატეგიის განხილვისას, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს მათი დაბრუნების უფლებას, ამ კუთხით სამოქმედო გეგმის შენარჩუნების მცდელობას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის პირობების შექმნას, კომიტეტმა წუხილით აღნიშნა თბილისის, ქუთაისისა და აჭარის კოლექტიური ცენტრებიდან სასამართლო გადაწყვეტილების, ფულადი კომპენსაციისა და სამთავრობო სტრუქტურებიდან დახმარების მიღების გარეშე  იძულებით გადაადგილებულ პირთა ძალადობრივი გამოსახლების ფაქტები (მუხლები 12 და 26).

მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ კოლექტიური ცენტრების პრივატიზაცია იყოს სათანადოდ რეგულირებული და განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება, რათა თავიდან აიცილოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ძალადობრივი გამოსახლებათა შემთხვევები. მონაწილე სახელმწიფომ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამოქმედო გეგმა სრულიად მიესადაგოს კონვენციის მოთხოვნებს, კერძოდ დაბრუნების მოხალისეობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპს.

11. მონაწილე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სასამართლო რეფორმისა და მისი ქმედითობის განხილვისას კომიტეტმა აღნიშნა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევისა და სასამართლო კორუფციის პრობლემა (მუხლი 14).
მონაწილე სახელმწიფომ უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მან უნდა გაატაროს ზომები, რათა საფუძვლიანად აღმოფხვრას სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში ჩარევის ყველა ფორმა და უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის, მათ შორის კორუფციის გზით, ნებისმიერი მცდელობის დაუყოვნებელი და  მიუკერძოებელი გამოძიება; აგრეთვე  სისხლის სამართლებრივი დევნა წამოიწყოს სამართალდამრღვევთა, მათ შორის თანამონაწილე მოსამართლეთა მიმართ და დასაჯოს ისინი.

12. კომიტეტი წუხილით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებს არ აქვთ ადეკვატური განათლება, აგრეთვე ისინი არ არიან გათვითცნობიერებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში, შედეგად კი პრაქტიკაში ძალიან ცოტაა შემთხვევები, როდესაც კონვენციის მიხედვით უფლებათა პირდაპირი დარღვევის აღიარება ხდება.

მონაწილე სახელმწიფომ ინტენსიურად უნდა განახორციელოს მისი მოსამართლეების განათლება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო ხელისუფლების ადეკვატური ადმინისტრაცია. კერძოდ, მონაწილე სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს ტრეინინგები კონვენციასა და მისი მნიშვნელობის შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციასა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან მიმართებაში, იმისათვის რათა უზრუნველყოფილ იქნეს ის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების შესაბამისად.

13. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოს განმარტებით, ისტორიულ და სოციალურ ფაქტორებზე დაყრდნობით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ექსკლუზიურად მიენიჭა საჯარო იურიდიული პირის სტატუსი. კომიტეტმა მიუთითა, რომ სხვა რელიგიურ დაჯგუფებათა განსხვავებული სტატუსი შეიძლება დისკრიმინაციად ჩაითვალოს. კომიტეტი წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ღვთისმსახურების ადგილების და რელიგიური უმცირესობების სხვა საკუთრების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა კონფისკაციაც კომუნისტების დროს მოხდა, ჯერ არ  მოგვარებულა. (მუხლის 18)

მონაწილე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები, რათა უზრუნველყოს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებით თანაბარი სარგებლობა და მისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის კონვენციის მე-18 მუხლთან სრული შესაბამისობა. მონაწილე სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს კონფისკირებულ ღვთისმსახურების ადგილებსა და რელიგიურ უმცირესობათა სხვა საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემას.

14. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მონაწილე სახელმწიფოს მიერ არასათანადოდ მოხდა საქართველოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული აგრესიის ფაქტების გამოძიება. (მუხლი 19)
მონაწილე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სიტყვის, პრესისა და სხვა მედიის თავისუფლების დაცვა, უზრუნველყოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული საჩივრების გამოძიება ხდება დაუყოვნებლივ და სამართალდამრღვევები იდევნებიან და ისჯებიან.

15. კომიტეტი აღნიშნავს, რომ უმცირესობათა მიერ თავიანთი კულტურული უფლებებით სარგებლობას  აქვს გარკვეული დაბრკოლებები, ამასთან მათი პოლიტიკური წარმომადგენლობა დაბალ დონეზე ხორციელდება. იმ ფაქტის აღნიშვნისას, რომ კერძო სფეროში არ იკრძალება უმცირესობათა ენის გამოყენება და მათი ენები ისწავლება სკოლებში, კომიტეტი აგრეთვე ღელავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართული ენის უცოდინარობამ შეიძლება გამოიწვიოს მათი იზოლირება და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში წარმომადგენლობის არარსებობა (მუხლები 25 და 26).

მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია:

ა) განიხილოს უმცირესობების მიერ ადგილობრივი მთავრობისა და ადმინისტრაციის დონეზე თავიანთი ენით სარგებლობის შესაძლებლობა;
ბ) განახორციელოს ყველა სათანადო ქმედება უმცირესობათა, კერძოდ სომეხი და აზერბაიჯანელი საზოგადოების, შესაბამისი  პოლიტიკური წარმომადგენლობისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი ქართული ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ენის საფუძვლეზე დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა;
გ) უზრუნველყოს უმცირესობათა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფომ უნდა აწარმოოს დიალოგი აღნიშნულ დაჯგუფებებთან და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებასთან;
დ) შეარჩიოს მაჩვენებლები და კრიტერიუმები, რათა განისაზღვროს მიღწეული იქნა თუ არა მნიშნველოვანი ანტიდისკრიმინაციული მიზნები.

16. კომიტეტი 2011 წლის 1 ნოემბერს განსაზღვრავს საქართველოს მეოთხე პერიოდული მოხსენების წარდგენის ვადად. კომიტეტი მოითხოვს, რომ მონაწილე სახელმწიფოს მესამე პერიოდული მოხსენება და საბოლოო გამოკვლევები უნდა ეცნობოს ფართო საზოგადოებას, ასევე სასამართლო, საკანონმდებლო და სამთავრობო დაწესებულებებს. აღნიშნული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები უნდა დაიგზავნოს უნივერსიტეტებში, საჯარო ბიბლიოთეკებში, პარლამენტის ბიბლიოთეკაში და ყველა სხვა მნიშვნელოვან ადგილას. სასურველია, რომ ამ მოხსენებათა და საბოლოო გამოკვლევათა მოკლე მიმოხილვა გაეგზავნოს უმცირესობებს თავიანთ საკუთარ ენებზე.

17. კომიტეტის პროცედურული წესების 71-ე წესის მე-5 აბზაცის მიხედვით  მონაწილე მხარე ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს კომიტეტის რეკომენდაციების მე-8, მე-9 და 11-ე აბზაცების საპასუხო ინფორმაცია  კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოსაგან მოითხოვს, რომ მისი შემდეგი პერიოდული მოხსენება მოიცავდეს ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულებისა და მთლიანად კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ

ახალი ამბები