კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება დანაშაულს ჩადის

7 ნოემბერი, 2007

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი

2 ნოემბერს საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით ხალხი ქუჩაში გამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა თბილისში პარლამენტის წინ აქციები  იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარებაა. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა შიმშილობაც გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მიტინგზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხელისუფლება ხალხთან დიალოგზე მაინც არ მიდის. ვითარება დღითიდღე იძაბება და  იქმნება საშიშროება, რომ საქმე სისხლისღვრამდე მივა. ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ნაბიჯები, რომლის მეშვეობითაც დღემდე ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ცდილობს.  ,,ადამიანის უფლებათა ცენტი“ მიიჩნევს, რომ ის მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება ახლა იყენებს არამარტო მიუღებელი, არამედ არაეფექტურიცაა და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. 

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულად  შეიძლება ჩაითვალოს ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული შემდეგი ფაქტები, კერძოდ კი:

1 ნოემბერს რეგიონებიდან თბილისში მიტინგზე მიმავალ ადამიანებს  მთელი საქართველოს მაშტაბით ექმნებოდათ დაბრკოლებები: მათ ართმევდნენ მანქანებს, მანქანის გასაღებს, ტექნიკურ პასპორტს, უკეტავდნენ საავტომობილო გზებს, უჭრიდნენ საბურავებს, რამდენიმე  მძღოლს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგალითად: ბათუმიდან მომავალ მიკროავტობუსებს გადაკეტილი დახვდათ გზები და ჩაქვის გვირაბი. ქუთაისსა და ზუგდიდში მიკროავტობუსების საბურავები წინასწარ იყო დაზიანებული, მძღოლებს ჩამოართვეს ტექნიკური პასპორტები, კახეთში ავტობუსები არ გაუშვეს თბილისიდან, რათა ხალხს ჩამოსვლა ვერ მოეხერხებინა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ერთი თვის წინ საჯაროდ ამხილა ხელისუფლება კორუფციაში და რომელიც 2 ნოემბრის მიტინგზე მისვლასაც აპირებდა, იძულებით გაამგზავრეს საზღვარგარეთ.

2 ნოემბრიდან დღემდე მიტინგის მონაწილეებს გამუდმებით დევნიან. შექმნილია ბრიგადები, რომელიც მიტინგის მონაწილეებზე ,,ნადირობს“. ისინი თავს ესხმიან მიტინგს ცოტა ხნით მოშორებულ პიროვნებებს, აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

5 ნოემბერს, ღამე ხელკეტებით შეიარაღებულმა პირებმა დაარბიეს პარლამენტის წინ მდებარე მიკროავტობუსი, რომელშიც ბათუმიდან ჩამოსული მომიტინგეებს ეძინათ. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს მიკროავტობუსში მსხდომთ და თავად მიკროავტობუსიც დააზიანეს. 

2 ნოემბერს თბილისში თავდასხმა განხორციელდა ლეობორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე  რატი მაისურაძესა და სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე კობა ჭითანავაზე, რაც მათი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით დასრულდა.  არის ეჭვი, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია, რომლის მანქანის საბარგულშიც რატი მაისურაძე ჩააგდეს და გაიტაცეს.

5 ნოემბერს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი გოცირიძემ  პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიუტანა მოწამლული ღვინო, რამაც ოცდაათზე მეტი მოქალაქის ინტოქსიკაცია გამოიწვია. დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

5 ნოემბერს სამხარეო და კრიმინალურმა პოლიციამ ოზურგეთში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგის დაარბია.

7 ნოემბერს, შუაღამნისას პოლიციამ  ძალის გამოყენებით დაშალა პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი, დაარბია მოშიმშილეები და დააპატიმრა აქციის სამი მონაწილე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა. პოლიციამ ჟურნალისტებს ჩამოართვა კამერები და გადაღებული მასალა.

7 ნოემბერს დილით განახლებულ მიტინგზე პოლიციამ დააპატიმრა აქციის რამდენიმე მონაწილე. პირველი საათისათვის დაიწყო შეტევა მომიტინგეებზე. სპეცრაზმმა წყლის ჭავლით, გაზით და ხელკეტებით დაშალა მიტინგი. დაშავებულია უამრავი ადამიანი, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერიც.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ხელისუფლებას,  გაათავისუფლოს დაკავებულები, წავიდეს ხალხთან დიალოგზე და არ დაუშვას ვითარების ესკალაცია, თუნდაც ამისათვის მას კომპრომისის გაკეთება დასჭირდეს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაეხმარონ საქართველოს, პრობლემის  მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

ახალი ამბები