კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პეტიცია

6 მარტი, 2008
ევროპის კავშირის ევროპული კომისიის დელეგაცია
საქართველოსა და სომხეთში
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
ბატონ პერ გორან ეკლუნდს

ვითარება

სომხეთში განვითარებული მოვლენების სიტუაციურმა ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა პროვოცირება მოახდინეს მასობრივი დემონსტრაციებისა, რომელიც მიზნად ისახავდა საპრეზიდენტო კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ არჩევნებში მიღწეული ჭეშმარიტი შედეგების დაცვას. ერევანში გაიმართა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანთა საპროტესტო აქციები. რიგი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აქციებში და აპროტესტებდნენ საარჩევნო შედეგების გაყალბებას გათავისუფლებულნი იქნენ სამსახურებიდან. ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებული იქნა. ოპოზიციის ლიდერი – ლევონ ტერ-პეტროსიანი იმყოფება შინა პატიმრობაში. როგორც გამჟღავნებული ფაქტები ცხადყოფენ, მიტინგის დარბევის შემდგომ დღეებში დაიწყო იმ ადამინათა მასობრივი დაპატიმრებები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში.

ცხადია, რომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის არ არსებულმა კომუნიკაციის არხებმა და შესაბამისად პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტისადმი მხარეების მოუმზადებლობამ გამოიწვია 1 მარტს მშვიდობიან მომიტინგეთა ძალისმიერი დარბევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტენსიურ პალიტიკურ დაპირისპირებას მოყვა ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეთა მიმართ განხორციელებული შეიარაღებული შეჯახება, რომელიც დასრულდა 8 ადამიანის გარდაცვალებითა (ცეცხლსასროლი იარაღით) და 130 მშვიდობიანი მოქალაქისა და შეიარაღებული სამთავრობო ძალების წარმომადგენელის სერიოზული დაშავებით. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის მოხსენება, რომლის შესაბამისადაც დემონსტრანტები უმოწყალოდ იქნენ ნაცემნი, ზოგი მათგანი კი სერიოზულად დაშავებული, ფიზიკურად და ემოციურად ძალაგამოცლილი და უგონო მდგომარეობაშიც კი ნაცემი. 

სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებსა და მშვიდობიან მომიტინგეთაAშორის შეჯახების შედეგად ქ. ერევანში 20 დღით შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა. მიღებული სამართლებრივი დოკუმენტის შესაბამისად, დაწესდა ცენზურა საინფორმაციო საშუალებებზე (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია და ინტერნეტ გამოცემები). ასევე შემოღებული იქნა აკრძალვა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ განსძრახულობათა მატარებელ ნებისმიერ საინფორმაციო დოკუმენტის გავრცელებაზე. ასევე აიკრძალა მიტინგები, გამოსვლები და სხვა ღონისძიებები. დაწესებულია შეზღუდვები პოლიტიკურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაობაზე.

როგორც ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფენ ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ოპოზიციის ლიდერთა დაკავებები. ბატონმა ლევონ ტერ პეტროსიანმა მიმართა თავის მომხრეებს გადაევადათ საპროტესტო აქციების ჩატარება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომი პერიოდისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა ბრაზი და სიძულვილი მის მომხრეებს შორის კვლავაც მატულობს.

სიტუაცია მწვავდება და შესაძლოა უკონტროლო გახდეს იმ განცხადების შემდგომ, რომელიც გაკეთებულ იქნა მოსახლეობისადმი სომხეთის გენშტაბის უფროსის მიერ:  “თავი შეიკაონ დედაქალაქში, თუნდაც მცირეოდენი დაჯგუფებებისგან, რომელთა მიმართაც მცირეოდენი ეჭვის საფუძველზე შეიარაღებული ძალები შესამაბისად იმოქმედებენ, კანონისა და კონსტიტუციის მიხედვით”.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სპეციფიური პოლიტიკური სიტუაცია და ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი უკიდურესი ძალადობა თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ საერთაშორისო ინსტიტუტები როგორებიცაა ევროკავშირი და გაერო დროულად ჩაერთვებოდნენ პროცესებში, როდესაც ისინი ახორციელებდნენ დაკვირვებას სომხეთში მიმდინარე წინა და არჩვნების შემდგომ მოვლენებზე.

პეტიცია

სომხეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ევროპის კავშირის მიერ გამოთქმული აზრის გათვალისწინებით, ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, შეშფოთებულნი რა ადამიანის უფლებათა დარღვევით, რამაც მოსახლეობის უმოწყალო დარბევა და სიკვდილიანობა გამოიწვია, მოგმართავთ თხოვნით, კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:

- ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მასმედიაში სიძულვილის გაღვივების საკითხებს;

- ოპოზიციური პარტიის წევრებისა და დემონსტრაციის მონაწილე მოქალაქეთა მასობრივ დაპატიმრებებს, ასევე დაპატიმრებულ მომიტინგეთა ჯანმრთელობას;

- ოპოზიციის ლიდერის – ლევონ ტერ-პეტროსიანის შინა პატიმრობიდან განთავისუფლებას;

- საგანგებო ვითარების გაუქმებას, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებას სიტყვის თავისფლებასა და გადაადგილებაზე, აგრეთვე შეზღუდვის მოხსნას მასმედიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე.

ახალი ამბები