კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მიმართავს

14 მარტი, 2008

 სახალხო დამცველის მიმართვაში აღნიშნულია:

"არაორდინალური შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარები შიმშილობენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პროტესტის უკიდურესი ფორმაღა დარჩათ მიზნის მისაღწევად. განურჩევლად იმისა, ვინ როგორ პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს, ჰუმანისტური პრინციპებიდან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, მათ მიმართ გამოვიჩინოთ გულისხმიერება. გუშინ მოვინახულე თქვენს მისაღებში მოშიმშილე დეპუტატები და აღმოჩნდა, რომ მათ არ აძლევენ პლედების შეტანის უფლებას, რათა ღამით გადაიფარონ, რის გამოც შიმშილობას ემატება გაუსაძლისი სიცივეც. დაბეჯითებით გთხოვთ, მოშიმშილეებს მისცეთ საშუალება, შეიტანონ პლედები მაინც, რათა შეექმნათ ელემენტარული ადამიანური პირობები.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პირადად შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს.

წყარო: სახალხო დამცველის აპარატი

ახალი ამბები