კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,იმედის“ მითვისებით ხელისუფლება მედია სივრცის უზურპაციას ცდილობს

21 მარტი, 2008
 პეტიცია

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანია ,,იმედი“, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია იყო,  პატარკაციშვილის  გარდაცვალების შემდეგ  ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირების ხელში აღმოჩნდა.  ბიზნესმენის ქვრივი, ინა გუდავაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია ოჯახს წაართვეს და გადააბარეს იმ პირს, რომელიც პატარკაციშვილის მემკვიდრე არ არის. 

ჩვენ ვეხმაურებით ტელეკომპანია ,,იმედთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ  ეს ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან მედია სივრცის უზურპაცია და კერძო საკუთრების მიტაცება.

ინა გუდავაძე: “ხელისუფლებას არ სურს, რომ ,,იმედი” გავიდეს ეთერში. თვითმარქვიებმა, რომლებმაც თავი ,,იმედის” მესაკუთრეებად წარმოადგინეს, მისი ხელისუფლებისთვის მიყიდვა სცადეს, მაგრამ მათ ამის გაკეთების უფლება არ აქვთ, რადგან მე და ჩემი ოჯახი ვართ ,,იმედის” კანონიერი მფლობელები. ჩვენ სასამართლოს გზით შევეეწინააღმდეგებით მითვისების ყველა მცდელობას. გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემს ოჯახს არ გვაქვს სურვილი და არ ვაპირებთ პოლიტიკაში წასვლას, მე არ მინდოდა გამემწვავებინა ქვეყანაში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეძებდი კომპრომისს ხელისუფლებასთან და ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარესთან. მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. მე აღსავსე ვარ გამბედაობით აღვადგინო ,,იმედის” მაუწყებლობა, რომლის ობიექტური ინფორმაციის გარანტი იქნება საერთაშორისო დამოუკიდებელი მედიაკომპანიისა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივი მმართველობა. ბადრიმ თქვა, რომ ,,იმედი”, როგორც თავისუფალი სიტყვის რუპორი, ქართველი ხალხის მონაპოვარია და ეკუთვნის ხალხს.

მე თავს ვალდებულად მივიჩნევ, აღვასრულო ჩემი ქმრის კეთილი ნება. სიტყვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, რისი საუკეთესო  უზრუნველყოფის საშუალებაა დამოუკიდებელი ტელეარხი”.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2004 წლიდან ხელისუფლება ყოველდღიურად დევნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რაც გამოიხატება ცენზურაში, მედია კომპანიების დახურვასა და დარბევაში.  განსაკუთრებული  სისასტიკით გამოირჩეოდა 7 ნოემბერს  ,,იმედში“ შეჭრა და მაუწყებლობის შეჩერება. ,,იმედის“ ჩამორთმევა მესაკუთრეებისთვის (ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი) ტელეკომპანიას სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მოაქცევს, რის შემდეგაც ,,იმედი“ გახდება არსებული მთავრობის რუპორი და მისი ინტერესების გამტარებელი.

ჩვენ მიმართავს ადგილობრივ და  საერთაშორისო ორგანიზაციებს,  პეტიციაზე ხელმოწერის დაფიქსირებით შეუერთდნენ ამ მიმართვას და ზემოქმედება მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე, მოუწოდონ მას, დაიცვას სიტყვის თავისუფლების, საკუთრების თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის უფლებები.

http://gopetition.com/petitions/support-the-only-independent-tv-in-georgia.html


ახალი ამბები