კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ადვოკატები შიმშილობენ და იფიცებიან!

4 აპრილი, 2008

პეტიცია

უკვე 26-ე დღეა (2008 წლის 10 მარტიდან) შიმშილობს ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი. იგი პროტესტს უცხადებს საქართველოს სამართალწარმოებაში დამკვიდრებულ კატასტროფულ მდგომარეობას, როდესაც მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად დამორჩილებული ჰყავს აღმასრულებელ ხელისუფლებას. აღნიშნულის გამო მართლმსაჯულება უსიტყვოდ ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთებს, აკანონებენ უკანონობას (ნულოვანი ტოლერანტობა, კერძო საკუთრების წართმევა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა სისასტიკის გამართლება და ა. შ.). ამის შედეგად, ყოველგვარი აზრი ეკარგება ადვოკატის პროფესიული ფუნქციის განხორციელებას, რადგან მათ მიერ მოპოვებული და წარდგენილი მტკიცებულებები, როგორც წესი, იგნორირებულია პროკურატურის მორჩილებაში მყოფი მოსამართლეების მიერ. ბოლო ხანს კანონში შეტანილი ცვლილებებით სრულიად იგნორირებულია სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის პრინციპი – აიკრძალა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის ჩაწერა, რაც საშუალებას ართმევს ადვოკატებს, რომ დაამტკიცონ სასამართლოს სხდომების ოქმების გაყალბების ფაქტები. ქვეყანაში არ არსებობს დამორჩილებული სასამართლოების შედეგად დადგენილი უსამართლო განაჩენების გადასინჯვის ეფექტური მექანიზმი.

საქართველოს ადვოკატებმა თანადგომა გამოუცხადეს მალხაზ ჯანგირაშვილს, შეუერთდნენ მის მოთხოვნებს და სოლიდარობის ნიშნად მასთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან გაშლილ კარავში ყოველდღიურად მონაცვლეობით შიმშილობენ სხვა ადვოკატებიც.  

მალხაზ ჯანგირაშვილის მოთხოვნებისადმი სოლიდარობის ნიშნად ორშაბათს, 7 აპრილს საქართველოს ადვოკატები აცხადებენ გამაფრთხილებელ გაფიცვას, რის შედეგადაც ამ დღეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ჩაიშლება ყველა სასამართლო პროცესი. გამაფრთხილებელი გაფიცვის კანონიერებისა და მხარდაჭერის შესახებ 1 აპრილს განცხადება გაავრცელა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ.

მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ადვოკატთა კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს.

ადვოკატთა საგაფიცვო კომიტეტი

 

04.04.08

ახალი ამბები