კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა

23 აპრილი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს თხოვნით, დახმარება აღმოუჩინოს ე.წ. "სახრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე დაკავებულ იანა ბესტაევა-კანდელაკს.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაკავებულის დედამ აცნობა, ხუთი დღის წინ გოგონა დააპატიმრეს და მშობლებს მასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. 21 აპრილს (დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ), მას ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატსა და ტერორიზმში. დაკავებულის დედა, მზია ბესტაევა-კანდელაკი ქალიშვილის დაპატიმრებას მეუღლის, სარმატ პარასტაევის საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირებს.

,,16 აპრილის ღამეს სამხრეთ ოსეთის  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა დასაკითხად წაიყვანეს ჩემი 20 წლის ქალიშვილი იანა ბესტაევა-კანდელაკი. ის წაიყვანეს პირდაპირ სამსახურიდან, პროკურორის სანქციისა და მშობლების გაფრთხილების გარეშე. ამ ფაქტის  შესახებ მე შევიტყვე მხოლოდ მეორე დღეს, ქალაქ ცხინვალის პროკურატურაში.  მე ჩემს ქალიშვილს მიმალავენ. მესამე დღეა მივმართავ პროკურატორის გამომძიებელს, ალექსეი ლეპინს, მოთხოვნით, მაჩვენონ ჩემი 20 წლის ქალიშვილი.

სუკის თანამშრომრომელი მეუბნება, რომ მას  დაკითხვას უტარებენ რამდენიმე თემასთან დაკავშირებით: ზაფხულში საქართველოში დასვენების შესახებ, თბილისელი ნათესავების შესახებ,  ცხინვალში ტერაქტის შესახებ.

მე არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ჩემი ქალიშვილი, დარწმუნებული არა ვარ, რომ მის მიმართ ფსიქოტროპულ პრეპარატებს არ იყენებენ. დღეს სრულიად შემთხვევით მე მას შორიდან მოვკარი თვალი პროკურატურის ერთ-ერთ კაბინეტში. მისი გამომეტყველება და რეაქცია გამომძიებელის კითხვებზე იყო შენელებული და არაადეკვატური.  იგვე დამიდასტურა ჩემმა ერთმა ნაცნობმა, რომელიც მილიციაში მუშაობს.

მე განზრახული მქონდა, მიმემართა სამართალდამცველებისათვის, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისათვის, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ მირჩიეს, რომ ასე არ მოვქცეულიყავი.

,,აზრი არა აქვს, თქვენი ქალიშვილი იმდენი ხანი იქნება დაკავებული,  რამდენი ხანიც საჭიროა“,  - განაცხადა ჩემთან საუბარში პროკურატურის თანამშრომელმა.

ვფიქრობ, რომ ჩემი ქალიშვილის დაპატიმრება დაკავშირებულია ჩემი მეუღლის, სარმატ პარასტაევის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან.

მე, მზია კანდელაკი, ბესტასევა-კანდელაკის დედა მივმართავ საზოგადოებას, თხოვნით, დამეხმაროს და მომაძებნინოს დამოუკიდებელი ადვოკატი, რომელიც ჩემი და ჩემი შვილის უფლებებს დაიცავს.

ქ. ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქმედითი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები