კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ უნდა აღადგინოს მართლმსაჯულება

11 მაისი, 2009

პარიზი-თბილისი-ერევანი, 2009 წლის 7 მაისი- ჩვენმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება ვაგჰან ჩაგჰალიანი-ის საქმის შესახებ, რომელსაც მიუსაჯეს 10 წლიანი პატიმრობა სასამართლო პროცესზე, რომელიც დარღვევებით მიმდინარეობდა; Pპატიმარი სასტიკად იყო ნაცემი თბილისის ციხეში.

2009 წლის 7 აპრილს საქართველოს ახალციხის რაიონიულმა სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვაგჰან ჩაგჰალიანი-ს, რომელიც არის ადგილობრივი აქტივისტი სამხრეთ საქართველოში ეთნიკური სომხებით დასახლებული ჯავახეთის რეგიონიდან. სასამართლომ ვაგჰან ჩაგჰალიან-ი სცნო დამნაშავედ შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით: ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია-წამლის შეძენა და ფლობა, მასობრივ ამბოხებაში მონაწილეობა, გარკვეული ჯგუფის ორგანიზება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის, პოლიციისათვის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის წიმააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა. სასამართლომ ასევე ბრალი დასდო ბრალდებულის მამას, რუბენ ჩაგჰალიანი-ს და უმცროსი ძმას არმენ ჩაგჰალიანი-ს და შესაბამისად დაუწესა ჯარიმა 3000 და 1200 დოლარის ოდენობით.  2009 წლის 16 აპრილს, ვაგჰან ჩაგჰალიანი-I საკნიდან თბილისის # 8 ციხეში გადაიყვანეს, რომ სასატიკად ეცემათ ციხის თანამშრომლებს.

2008 წლის ივლისში დაპატიმრებიდან ვაგჰან ჩაგჰალიანი-ის წინააღმდეგ ჩატარებული სასამართლო პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს.

ვაგჰან ჩაგჰალიანი-I თავდაპირველად დადანაშაულებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისათვის.

მიუხედავად მისი ადვოკატის მოთხოვნისა, არ მომხდარა თითის ანაბეჭდების აღება იმ იარაღიდან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბრალდებულის სახლში იქნა ნაპოვნი. მას მოგვიანებით დასდეს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა დ იმ საპროტესტო აქციებთან კავშირისთვის, რომელიც ახალქალაქში 2006 წლის არჩევნებს მოჰყვა.

ვაგჰან ჩაგჰალიანი-ის სასამართლო პროცესი დაიწყო მხოლოდ 2008 წლის 6 ნოემბერს, ხოლო საქმის მოსმენა კი რამდენიმეჯერ გადაიდო. ყველა სასამართლო საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში აღიძრა, თუმცა ის მოვლენები, რომლიც წინ უძღვოდა  ვაგჰან ჩაგჰალიანი-ის, მისი მამის და ძმის დაპატიმრებას განვითარდა ახალქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობენ.

ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უარყო მოთხოვნა, რომ ვაგჰან ჩაგჰალიანი-I სასამართლო პროცესზე წარდგენილიყო  თავისივე არჩეული ადვოკატით. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება არღვევს დაცვის მხარის უფლებას, საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა, რომ ვაგჰან ჩაგჰალიანისთვის ადვოკატის არჩევის ნება დაერთო. მისი ადვოკატებისა და ნათესავების განცხადებით, სასამართლო პროცესზე ვაგჰან ჩაგჰალიანისთვის მიწოდებული თარგმანი არასრული და დაბალი ხარისხის იყო. სასამართლო პროცესის  წარმოების წერილობითი ჩანაწერებიც არ ჩანს სრულყოფილი.

ჩვენი ორგანიზაციები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვაგჰან ჩაგჰალიანის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოება განხორციელდა სამართლიანი სასამართლო პროცესის წარმოების ეროვნული, რაიონული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით. ადამიანის უფლებათა ცენტრის საერთაშორისო ფედერაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მიზნად ისახავს,  თვალყური ადევნოს ჩაგჰალიანი სასამათლო პროცესებს და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ბრალდებულის სრულყოფილი და დამოუკიდებელი სასამართლო პროცესის წარმოება და შეასრულოს  საქართველოს რეგიონალური და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ცენტრის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

ახალი ამბები