კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ნორვეგიის პენი და ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოს ხელისუფლებისგან გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამოძიებას მოითხოვს

3 დეკემბერი, 2009

ნორვეგიის პენი, ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებულნი არიან  საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს  მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძეზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს როგორც უკანასკნელი შემთხვევა, ასევე გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტებზე აქამდე განხორციელებული ზეწოლის ყველა ფაქტი. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელისა და თბილისში ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, 25 ნოემბრის საღამოს ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი თედო ჯორბენაძე დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობაში. ადგილზე მისვლისას  ჯორბენაძეს განუცხადეს  რომ სხვა ქვეყნების, კერძოდ - რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურები, დაინტერესებულნი იყვნენ გაზეთ „ბათუმელების“ საქმიანობით. ჯორბენაძემ მათ თანამშრომლობაზე უარი განუცხადა, რის გამოც სოდის თანამშრომლებმა დაიწყეს მისი დაშანტაჟება, რომ მაკომპრომატირებელ ფოტო და ვიდეო მასალას გადაუგზავნიდნენ მის ნათესავებს, კოლეგებს და მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელებდნენ ინტერნეტში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს ემუქრებიან. 2008 წლის ივნისში გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრნენ. ხოლო 2009 წლის იანვარში გაზეთის ჟურნალისტს მოსთხოვეს, კამერიდან წაეშალა ფოტოები.

„ბათუმელები“ არის რეგიონალური გაზეთი, რომელიც გამოდის 2001 წლიდან. გაზეთი ცნობილია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე თავისი ობიექტურობითა და პროფესიონალიზმით. გაზეთ „ბათუმელებს“ მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის - ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord), და გერმანული ფონდის - „ცაიტის“ (ZEIT Foundation) „პრესის პრიზი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის 2008“; ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრიზი – „პრესის თავისუფლების ჯილდო – სიგნალი ევროპას“.

შევახსენებთ მთავრობას, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა სისხლის სამართლის დანაშაულია. ხოლო ადამიანის პირადი ცხოვრება, პატივი და ღირსება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე მხარეა საქართველო.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას

• უზრუნველყოს „ბათუმელების“ ჟურნალისტებზე ზეწოლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა;

• ზეწოლის სავარაუდო ფაქტები დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული;

• ჟურნალისტთა უფლებების დამრღვევები დაისაჯონ კანონის შესაბამისად.

კარლ მორტენ ივერსენი
გენერალური მდივანი
ნორვეგიის პენი

მარია დალე
აღმასრულებელი დირექტორი
ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი

ბიორნ ენგესლანდი
გენერალური მდივანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

მიმართვის ასლები გადაეგზავნა:

გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე;
გაეროს სპეციალრუ მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისა და დახმარების საკითხებზე;

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს;
ევროსაბჭოს პრესის განყოფილებას;

ვარშავაში ეუთოს და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს;
თბილისში ევროკომისიის ოფისს;

ნორვეგიის საგარეო საქმეთა კომიტეტს;

ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედ კომიტეტს;
ბაქოში ნორვეგიის საელჩოს;

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელს;

IFEX-ს;

ახალი ამბები