კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის

კონკურსი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის

კონკურსის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის და ნიდერლანდების საელჩოები  საქართველოში, ასევე ეუთოს მისია საქართველოში და ჟურნალისტთა კავკასიური ქსელი (IWPR).

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 3 დეკემბერი.

ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:

1.    საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება,
2.    საუკეთესო სტატია;
3.    ახალი ამბავი ადამიანის უფლებებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს.

სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. წარდგენილი მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2007 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში.

დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო, ეუთოს მიერ დაწესებული პრიზი, ასევე დიპლომები და IWPR-ის სპეციალური ჯილდო გადაუჭრელ კონფლიქტებზე დაწერილ საუკეთესო ჟურნალისტურ ნაშრომზე.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2007 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ. 4 სართ.
ტელ.: 37 69 50; 45 45 33
ელ-ფოსტა: <67>nino@hridc.org

დანართი 1
დანართი 2

ინფორმაცია რუსულ ენაზე  Information in Russian