კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ფოტო-რეპორტიორებისათვის ადამიანის უფლებებზე

კონკურსი ფოტო-რეპორტიორებისათვის ადამიანის უფლებებზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ფოტო-რეპორტიორებისათვის ადამიანის უფლებებზე

კონკურსის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის და ნიდერლანდების საელჩოები და ეუთოს მისია საქართველოში.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 3 დეკემბერი.

ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:

1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი;
2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე;
3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ფოტო-რეპორტიორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს.

კონკურსში მიიღება მხოლოდ ციფრული ფოტოები. ფოტოებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია ადამიანის უფლებებთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო და ეუთოს მიერ დაწესებული პრიზი, ასევე დიპლომები.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2007 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ.
ტელ.: 37 69 50; 45 45 33
ელ-ფოსტა:
nino@hridc.org

დანართი 1                         დანართი 2

Information in Russian/ ინფორმაცია რუსულად