კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენდერული კვირეული 2008

გენდერული კვირეული 2008

თბილისი. 5 მარტი 2008 – 2008 წლის 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით საქართველოში უკვე მესამედ აღინიშნება გენდერული კვირეული.

კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

• ფოტო გამოფენა "გენდერი და ჰარმონია" – გახსნა და გამარჯვებულთა ოფიციალური დაჯილდოება, კინოთეატრი "ამირანი", 7 მარტი, 3 საათი.
• ფილმის "კამილა კლოდელი" - ჩვენება და დისკუსია ნანა ჯანელიძესთან ერთად, კინოთეატრი "ამირანი", მცირე დარბაზი, 7 მარტი, 4 საათი.
• მრგვალი მაგიდა "მიმდინარე სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის გენდერული ასპექტები" არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით – სასტუმრო “თბილისი ქორთიარდ მარიოტი”, 10 მარტი, 4 საათი. 
• ხელოვნების ნიმუშების გამოფენა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სახელწოდებით “ევოლუციური გენდერი – ვიზუალურ კულტურაში XX საუკუნის დასაწყისის და გასაბჭოების შემდგომი პერიოდის საქართველოში”. საზეიმო გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 14 მარტს 3:00 საათზე.

გენდერულ კვირეულში მონაწილოებას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობი და მედიის წარმომადგენლები.

გენდერული კვირეული ორგანიზატორია პროექტი “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში”, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი, მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას და გენდერულ საკითხებზე რეგიონულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

* * * *

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ბერდია ნაცვლიშვილს, პროექტის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტს. 893 333282 (მობილური), 995 32 923662 (ოფისი), ან berdia.natsvlishvili@undp.org.ge