კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ამნისტია: საჯარო განცხადება

საერთაშორისო ამნისტია: საჯარო განცხადება

2008 წლის 11 მარტი

საქართველო: შეწყდეს დაუსჯელობა და დარიგდეს სამკერდე ნიშნები პოლიციის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად

11 მარტს, "ემნესთი ინთერნეიშენალის"  წევრები მოაწყობენ პიკეტს ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ, რათა მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიციის მიერ ძალადობის დაუსჯელობა. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მთავრობას, დაარიგოს საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნები, რომლებსაც პოლიციის ყველა თანამშრომელი უნდა ატარებდეს დაპატიმრებების და დაკავებულებსა და პატიმრებთან შეხვედრებისას, როგორც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისაგან დაცვის მნიშვნელოვან საშუალებას.

ითვლება, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, პოლიციამ ზედმეტი ძალა გამოიყენა, რათა დაეშალა დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებმა მრავალ დემონსტრანტს სცემეს. მათ არ ეკეთათ საიდენტიფიკაციო ნიშნები და ბევრი მათგანი შენიღბული იყო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 550 ზე მეტი დემონსტრანტი და 34 პოლიციელი იქნა ჰოსპიტალიზებული. ნოემბრის მოვლენებს მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნების მთავრობების მხრიდან, რომლებმაც დაგმეს პოლიციის სისასტიკე და მოუწოდეს ხელისუფლებას, დროული, საფუძვლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისაკენ, რომელიც დასჯიდა ყველა სავარაუდო დამნაშავეს.

2008 წლის 28 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, “რაც შეიძლება მალე გაეხადა საჯარო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა გამოძიების შედეგები და საზოგადოებისათვის ეცნობებინა სისტემური გაუმართაობისა და რომელიმე საჯარო პირის პირადი პასუხისმგებლობის შესახებ“. თუმცა, ამ დრომდე ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია.

“ემნესთი ინთერნეიშენალმა“ ასევე მიიღო საჩივრები ბოლო წლებში პოლიციის მიერ ძალადობის მრავალი სხვა შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით დაკავებისა და დემონსტრანტთა დაშლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ 39 პოლიციელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, დაუსჯელობა კვლავაც გრძელდება, ისევე, როგორც ბრალდებები, გამოძიების არასათანადოდ ჩატარებასთან დაკავშირებით.

მრავალ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის მხრიდან ძალადობაზეა საუბარი, პოლიციელებს არ ეკეთათ საიდენტიფიკაციო ნიშნები და დამატებით, შინაგან სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, ხშირად, ნიღბებს ატარებენ. "ემნესთი ინთერნეიშენალს" მიაჩნია, რომ პოლიციელთა ანონიმურობა ზრდის წამებისა და სხვა არაჰუმანური მოპყრობის რისკს და აგრძელებს დაუსჯელობის შეგრძნებას. ნიღბები და პოლიციელთა პიროვნების დამალვის სხვა საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს გამონაკლისის სახით, თუ ასეთი ზომები აუცილებელია პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვისათვის ან მსგავსი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული პოლიციელის მიერ ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას.

პიკეტი გაიმართება საქართველოს საელჩოს გარეთ. 12:30 საათამდე. “ემნესთი ინთერნეიშენალის“ წევრები საელჩოს თანამშრომლებს გადასცემენ იმიტირებულ პოლიციის სამკერდე ნიშნებს, რათა ხაზი გაუსვან საქართველოში საკმარისი საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობას.