კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ადამიანის უფლებებზე ფოტო-რეპორტიორებისათვის

კონკურსი ადამიანის უფლებებზე ფოტო-რეპორტიორებისათვის

www.humanrights.ge - ვებ პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს

ადამიანის უფლებებზე ფოტო-რეპორტიორებისათვის

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე.

განცხადებები მიიღება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე.

ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:

1.    საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი;
2.    პოსტერი ადამიანის უფლებებზე;
3.    ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოღვაწე ფოტო-რეპორტიორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს.
კონკურსში მიიღება მხოლოდ ფოტოები ციფრული სახით. ფოტოებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია ადამიანის უფლებებთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ. ბინა 22
ტელ.: 37 69 50; 38 46 48
ელ-ფოსტა: nino@hridc.org