კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამინის უფლებათა ცენტრი“ ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს

„ადამინის უფლებათა ცენტრი“ ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამინის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ადვოკატის სტატუსით ჩაერთო სისხლის სამართლის საქმეში ლაშა ჩხენკელისა და მალხაზ გველუკაშვილის მიმართ. პროცესზე  წარმოდგენილი ბრალდებულს ლაშა ჩხენკელი აღენიშნებოდა  სახის, კერძოდ ცხვირისა და ორივე თვალის დაზიანება. ბრალდებული კერძო საუბრებში აღიარებს მის მიმართ ძალის გამოყენებას წაყენებული ბრალდების აღიარების მიზნით, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტაციაში აღნიშნავს, რომ მას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა დაკავებამდე. აღნიშნულ ფაქტს გამორიცხავენ მოწმეები, რომლებმაც ლაშა ჩხენკელი დაკავებამდე ნახეს.

ამავე დროს ორივე დაკავებულის შესახებ წაყენებულ ბრალდებაში წერია, რომ ისინი არიან „მოძრაობა ალიანსის საქართველოს სამეფო“-ს წევრები.  თუმცა ბრალდების განმარტებით  მათ ამის დამადასტურებელი ნივთიერი მტკიცებულება არ აქვთ. ორივე დაკავებულმა პროცესზე განმარტა, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პარტიას და არც არასდროს ყოფილან რომელიმე პარტიის წევრი.  მალხაზ გველუკაშვილი არის „სახალხო მოძრაობა საქართველო“-ს დამფუძნებელი, რომელიც ოფიციალურად არსად არ არის დარეგისტრირებული. მიუხედავად ამისა პრესა და ტელევიზია მათ პარტიის წევრებად მოიხსენიებს და ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ადამინის უფლებათა ცენტრი“ გამოთქვამს შეშფოთებას და  ამავე დროს მოითხოვს ბრალდებული ლაშა ჩხენკელისთვის დაუყოვნებლივი ექსპერტიზის ჩატარებას.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"