კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გმობს პოლიციის სამმართველოს შენობის წინ ჟურნალისტების ცემისა და  დარბევის  ფაქტებს.

როგორც ცნობილია,  აქციის მონაწილეების გარდა სამმართველოს შენობიდან გამოსული პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

ნაცემია ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი თეონა ლალიაშვილი და ოპერატორი სერგი ბარამიძე. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა წაართვეს ტელეკომპანია „კავკასიის“ გადამღებ  ჯგუფსაც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების მიმართ  ძალის გამოყენებას. ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ სასწრაფო რეაგირება  კანონით დადგენილი წესით.