კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ალიანსი საქართველოსთვის” განცხადება

“ალიანსი საქართველოსთვის” განცხადება

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ნიშნით
დევნისა და რეპრესიების შესახებ

2009 წლის 9 აპრილიდან საქართველოში მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტი აქციები ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. 2009 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა პოლიტიკური ნიშნით დევნა და რეპრესიები, რომელიც მოიცავს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ულმობელ დარბევას, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ვიდეო და ფოტოაპარატურის წართმევას, ოპოზიციურ პარტიათა აქტივისტების დაპატიმრებას შეთითხნილი კრიმინალური ბრალდებებით და ა.შ.

აქტიური საპროტესტო აქციების დაწყების მომენტიდან დღემდე ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი ოპოზიციონერი, ადმინისტრაციული წესით კი – 80–მდე მოქალაქე (მათგან 12 ამჟამადაც პატიმრობაში რჩება). სისხლის სამართლის წესით დაკავებულ თითქმის ყველა ოპოზიციონერს ბრალად ედება იდენტური კრიმინალური დანაშაულები: იარაღის უკანონო შენახვა და ნარკოტიკების მოხმარება–შენახვა.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში  400-მდე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანია, მათგან   380–ის  საქმეში ფიგურირებს იარაღი და ნარკოტიკი.


ვინაიდან:

• 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამმართველოსთან აბსოლტურად მშვიდობიანი და კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარე ახალგაზრდული აქციის  დარბევის დროს 80–მდე ახალგაზრდა სასტიკად იქნა ნაცემი პოლიციელების მიერ;

• იმავე აქციის დარბევის დროს სასტიკად გაუსწორდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ–ერთ ლიდერს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებებით მოხვდა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში;

• იმავე აქციის დარბევის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის უცხოური სააგენტოების და მედიასაშუალებების წარმოამდგენლებს და ჩამოართვეს მათ ვიდეო და ფოტოკამერები. მოგვიანებით შსს–ს მიერ დაბრუნებულ კამერებზე წაშლილი იყო დარბევის კადრები;

• საქართველოში დაიწყო მშვიდობიან საპროტესტო აქციებში, მანიფესტაციებსა და პიკეტებში მონაწილე მოქალაქეების დევნა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს რეგიონებში; დევნას და ზეწოლას ექვემდებარებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.


გვსურს განვაცხადოთ  შემდეგი:

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წამოიწყო პოლიტიკური ტერორის ახალი ტალღა, რომელიც მიმდინარეობს დიალოგის და თანამშრომლობის შესახებ განცხადებების ფონზე და აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

დემოკრატიაზე საუბარი და პოლიტიკური რეპრესიები სააკაშვილის მმართველობის სავიზიტო ბარათი გახდა. სიტუაცია უახლოვდება საშიშ ზღვარს, როდესაც სამართლებრივი მექანიზმებით შეუძლებელი ხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების დაცვა. ამან დროთა განმავლობაში შეიძლება გამოწვიოს რეალური პოლიტიკური ოპოზიციის ფიზიკური გაქრობა და მისი ჩანაცვლება ხელოვნურად შექმნილი „ჯიბის“ ოპოზიციით, რაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისათვის სასიკვდილო დარტყმა იქნება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოს ყველა მეგობარი სახელმწიფოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მოძმე პოლიტიკურ პარტიებს უფრო ქმედითად ჩაერთონ საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვის საკითხში და აიძულონ საქართველოს ხელისუფლება შეაჩეროს პოლიტიკური ტერორის ტალღა. პოლიტიკური ნიშნით და შეთითხნილი კრიმინალური ბრალდებით დაკავებული ადამიანები უნდა დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ!

განცხადების დამატებაში მოცემულია „ალიანსის საქართველოსთვის“, ახალგაზრდული მოძრაობების „რატომ?“ და „7 ნოემბერი“ აქტივისტთა სია, რომლებიც ამჟამად დაპატიმრებული არიან ხელიუფლების მიერ.

„ალიანსი საქართველოსთვის“
19 ივნისი, 2009