კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან

საქართველოში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან

ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიური ქსელის განცხადება

საქართველოს ხელისუფლებას

ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიის ქსელი აერთიანებს რეგიონში მოქმედ 30 წარმატებულ, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციას; მისი მიზანია დაეხმაროს და გააძლიეროს ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიის ქსელი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაპატიმრებისა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების გამო. მსგავსი სიტუაცია გრძელდება უკვე ორი თვეა მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციები დაიწყო 9 აპრილს; ბოლო დროს სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა.

ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმ ფაქტების გამო რომლების დოკუმენტირებაც მოახდინეს ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

- ფიზიკური ზეწოლა აქციის მონაწილეებზე - აქციის მონაწილეები ხდებიან დაუდგენელი პირების ზეწოლის სამიზნეები რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნიღბებით მოქმედებენ. აქციის მონაწილეებს სცემენ და აშინებენ მომავალში სერიოზული პრობლემების შექმნით თუ არ შეწყვეტენ აქციებში მონაწილეობის მიღებას.

- აქტივისტების დაპატიმრება -  ოპოზიციური პარტიების რამოდენიმე ათეული აქტივისტი დააკავეს ბოლო ორი თვის მანძილზე. საპროცესო ნორმების დარღვევის გარდა ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებულები.

- პროვოკაციები აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა შორის - დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი როდესაც სამართალდამცველმა სტრუქტურებმა პროვოცირება მოუწყეს აქციის მონაწილეებს რასაც ადმინისტრაციული სამართლის წესით მათი დაპატიმრება მოყვა.

ზემოთ-ხსენებული ფაქტები არღვევს პოლიტიკური პარტიების აქტივისტთა უფლებებს. უფრო მეტიც, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს და ხელს უწყობს ხელისუფლებისა და საზოგადოების პოლარიზაციას.

ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიის ქსელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

- გამოიძიოს აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ყველა თავდასხმის ფაქტი და კანონის შესაბამისად დასაჯოს დამნაშავეები;

- გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტები  და ბოლო მოუღოს ქვეყანაში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას;

- უზრუნველყოს სამართალდამცველებისა და აქციის მონაწილეთა შორის შეტაკების თავიდან აცილება და გამოიყენოს მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა როგორც უკიდურესი ზომა იმ აქციის მონაწილეების მიმართ რომლებიც არ დაემორჩილებიან სამართალდამცველებს;

- პატივი სცეს პოლიტიკური პარტიების აქტივისტების უფლებას როგორც ეს უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციაში და საერთაშორისო ხელშეკრულებებში რომლის წევრიც არის საქართველო.