კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებზე გახშირებული მუქარის ფაქტების გამო

“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებზე გახშირებული მუქარის ფაქტების გამო

“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს ორგანიზაციის კახეთის რეგიონული კოორდინატორისა და კორესპონდენტის გელა მთივლიშვილის მიმართ ბოლო დროს მუქარისა და თვალთვალის ფაქტების გახშირების გამო.

ჟურნალისტი იუწყება, რომ მასზე თვალთვალს შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები ახორციელებენ. ისინი ჟურნალისტებსა და რედაქციაში მოსულ რესპოდენტებზე თვალთვალს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” გურჯაანის ოფისის გვერდით მდებარე “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ოფისიდან ახორციელებენ.

გუშინ, 7 ივლისს, მან შეძლო სურათის გადაეღო ერთ-ერთი მათგანისთვის. კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი შალვა იმერლიშვილი მაშინ გადაიღეს, როცა ის ჩვენი ორგანიზაციის კახეთის ოფისის გვერდით მდებარე ერთ-ერთი ოთახიდან გურჯაანის მკვიდრ ბორის მამისაშვილთან ერთად გამოვიდა. ბორის მამისაშვილი სხვადასხვა დროს ახორციელებდა ზეწოლას კახეთში გამომავალ გაზეთ “იმედის” ჟურნალისტებზე. მამისაშვილი ჩვენს კოორდინატორს ღიად დაემუქრა “ცოტა ხანში ნახავ, რაც დაგემართებაო”.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” კახეთის ოფისშია განთავსებული “კახეთის საინფორმაციო ცენტრიც”, რომლის ჟურნალისტებიც ყვებიან, რომ “კუდ-ის თანამშრომლების აქ ყოფნისა და თვალთვალის გამო მოქალაქეები რედაქციაში მოსვლას თავს არიდებენ და ჟურნალისტებს სხვა ადგილას შეხვედრას სთხოვენ. ჩვენთან მოსულ ადამიანებს სახლებში აკითხავენ და სთხოვენ განმარტებებს, რა საქმეზე იყვნენ მოსულები ჩვენთან, რაზე ვისაუბრეთ და ა.შ.”

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” კატეგორიულად მოითხოვს შეწყდეს მუქარები და თვალთვალი როგორც მისი რეგიონული წარმომადგენლის, ასევე “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ჟურნალისტების მიმართ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედია საშუალებას, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით, რომ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მიეცეთ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება და შეწყდეს მუქარები მათი მათი მისამართით.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"