კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

16 ივლისს „ქორთიარდ მერიოტში“ ადამიანის უფლებათა დამცველის სამხრეთ კავკასიური ქსელის პრეზენტაცია შედგება

16 ივლისს „ქორთიარდ მერიოტში“ ადამიანის უფლებათა დამცველის სამხრეთ კავკასიური ქსელის პრეზენტაცია შედგება

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (საქართველო), „სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია“ (სომხეთი) და „რეპორტიორებისთავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის ინსტიტუტი“ (აზერბაიჯანი) იწვევს დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიური ქსელის გახსნის ცერემონიაზე. ქსელი აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, 10 ორგანიზაციას თითოეული ქვეყნიდან.

ქსელის გახსნის ცერემონია გაიმართება 18 სთ-ზე 16 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“.

ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიული ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კავკასიის რეგიონში, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით, უფლებადამცველები ხშირად აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს და იდევნებიან თავიანთი საქმიანობის გამო. სახელმწიფო, სადაც უფლებადამცველი არ არის დაცული დევნისა და შევიწროებისაგან, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ემუქრება სერიოზული საფრთხე. ამიტომაც, მსგავსი ქსელის შექმნა და ეფექტური საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

უფლებადამცველებს, რომლებიც იდევნებიან თავიანთი საქმიანობის გამო ქსელი სთავაზობს დროებით თავშესაფარს, უფასო იურიდიულ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას. წევრ ორგანიზაციებს ქსელი სთავაზობს სხვადასხვა ტრეინინგებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ქსელის ფარგლებში გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისები ხელმისაწვდომია როგორც წევრი, ასევე არაწევრი ორგანიზაციებისათვის.

დღეისათვის ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიურმა ქსელმა მატერიალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა 3 უფლებადამცველს, რომლებიც გახდნენ დევნის მსხვერპლნი თავიანთი საქმიანობის გამო (ერთს - საქართველოდან, ორს – აზერბაიჯანიდან), მათ შორის გარკვეული დროით უზრუნველყო უფლებადამცველები მესამე ქვეყანაში საცხოვრებელი პირობებით.

ქსელმა გაავრცელა რამოდენიმე პრეს-რელიზი და განცხადება სამხრეთ კავკასიაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებადამცველებზე თავდასხმის, დაპატიმრებისა და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე, ასევე გამოეხმაურა ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის რეკომენდაციას 1866 (2009), რომელიც ევროსაბჭოს ქვეყნებში უფლებადამცველების მდგომარეობას ეხება.

ივლისში დაგეგმილია აზერბაიჯანის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების თაობაზე მოსმენა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში. საქართველოში ჩატარებული ტრენინგის შედეგად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს მექანიზმებს შეეხებოდა, ქსელის წევრმა რვა აზერბაიჯანულმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე მოამზადა ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში, რომელიც წარედგინება ადამიანის უფლებათა კომიტეტს. ალტერნატიული ანგარიში მომზადდა „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“, „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ (ნორვეგია) და ჟენევაში არსებული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ცენტრის ხელშეწყობით.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (საქართველო) პარტნიორ ორგანიზაციებთან „სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია“ (სომხეთი) და „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის ინსტიტუტი“ (აზერბაიჯანი) ერთად და „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ (ნორვეგია) ხელშეწყობით. საინფორმაციო სააგენტო „მემო.რუ“ (რუსეთის ფედერაცია) პროექტის ასოცირებული პარტნიორია და კოორდინატორებს ეხმარება ქსელის ფარგლებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

პროექტი ხორციელედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სიმონ პაპუაშვილს.  ტელ: (822) 37 69 50; (893) 94 60 47