კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვგმობთ ცნობილი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობას

ვგმობთ ცნობილი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობას

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი

ბაზალეთი, საქართველო
2009 წლის 17 ივლისი

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი გმობს ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობას. მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაატაროს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ამ და სხვა რუსი ადამიანის უფლებათა დამცველების მკვლელების გამოსავლენად და დასასჯელად.  ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოება.

2009 წლის 15 ივლისს, ნატალია ესტემიროვა გროზნოში, საკუთარი სახლის წინ, ოთხმა მამაკაცმა გაიტაცა. რამოდენიმე საათის შემდეგ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი ცხედარი ინგუშეთში იპოვეს; ესტემიროვა თავში და მკერდში იყო დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით.

რუსული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის „მემორიალის“ წარმომადგენელი ნატალია ესტემიროვა  ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის პოლიციისა და ჩეჩნეთში რუსული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაში. ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის გამო ნატალია ესტემიროვა დაჯილდოვებული იყო მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი. ის პირველი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო რომელიც 2007 წელს ანა პოლიტკოვსკაიას მედლით დაჯილდოვდა;  2004 წელს ის გახდა შვედეთის პარლამენტის პრიზის „არსებობის უფლება“ მფლობელი. 2005 წელს დაჯილდოვდა ევროპის პარლამენტის რობერტ შუმანის მედლით.

ბოლო დროს ესტემიროვა წამების, მკვლელობებისა და გაუჩინარების ფაქტებს იძიებდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ესტემიროვას მკვლელობა რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველის მკვლელობის პირველი ფაქტი არ არის. 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს; 2009 წლის 19 იანვარს ასევე მოსკოვში მოკლეს ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი სტანისლავ-მარკელოვი და ჟურნალსიტი ანასტასია ბაბუროვა. არც ერთი ფაქტი არ არის საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოძიებული.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ნატალია ესტემიროვას მკვლელების დაუსჯელობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის კავკასიაში ადამიანის უფლებათა დამცველები სიცოცხლე და ფიზიკური უსაფრთხოება დაუცველია. დაუსჯელობის სინდრომი ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა და ძირეული თავისუფლებების პატივისცემას.

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას:

• დაუყოვნებლივ ჩაატაროს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება; დაადგინონ ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მონაწილეობა და პასუხიმსგებლობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

• საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ანა პოლიტკოვსკაიას, სტანისლავ მარკელოვისა და ანასტასია ბაბუროვას მკვლელობები და დამნაშავეები დასაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით;

• შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნები რუსეთის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით, რომლის დაცვა რუსეთს ევალება;

• უზრუნველყოს უსაფრთხო და საქმიანი გარემო ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის, როგორც ეს ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციაშია მოთხოვნილი

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს

• დაგმონ ნატალია ესტემიროვას მკვლელობა და მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაატაროს ამ დანაშაულის საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება

• მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს ადმიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციაში

მიმართვას ხელს აწერენ

აზერბაიჯანი

რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სტუდენტთა საერთაშორისო თანამშრომლობა
ასოციაცია თავისუფალი ეკონომიკის ხელშეწყობისათვის
ალიევას სახელობის ქალთა ასოციაცია
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა რესურს ცენტრის კავშირი (სუნგაიტი)
იურიდიული განათლების საზოგადოება
ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება
მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი
მედიის უფლებების ინსტიტუტი
არჩევნების მონიტორინგისა და განათლების ცენტრი

საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცეტნრი
საქართველოს ქსელი ძალადობის წინააღმდეგ (AVNG)
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მრავალეროვანი საქართველოს
ინკლუზივი
საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
სტუდია „რეპორტიორი“
კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების კავკასიური ცენტრი

სომხეთი

სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია
ჰელსინკის ასამბლეა, ვანადზორი
სოციოსკოპი
დემოკრატია დღეს
სომხეთის ჰელსინკის ასამბლეა, ერევანი
იურისტები წამების წინააღმდეგ
საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება (PINK)
სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი
ვემატუნი-პოლიტპატიმრების ცოლები
ასპარეზი, ჟურნალისტთა კლუბი, გიუმრის რეგიონი