კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე

მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის
განცხადება

საქართველო, ბაზალეთი
2009 წლის 17 ივლისი

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი აერთიანებს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 30 ორგანიზაციას. ქსელმა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კოალიციისა და ადამიანის უფლებათა სალხის ფონდთან ერთად, 17 ივლისს  აღნიშნა მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე. ეს ბაზალეთში ქსელის რეგიონალური შეხვედრის დროს მოხდა.

წელს აღინიშნება რომის სტატუტის მიღების მეთერთმეტე წლისთავი; აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ 1998 წლის 17 ივლისს მიიღო. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ შეიმუშავა საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1948 წლის გაეროს ქარტიის შემდეგ; საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე  წარდგენით აღკვეთოს ყველაზე ამაზრზენი დანაშაულები, როგორიცაა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული, გენოციდი და აგრესიის დანაშაული“, - განაცხადა საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებემა დირექტორმა და სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის კოორდინატორმა, უჩა ნანუაშვილმა.

სამხრეთ კავკასიური ქსელში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „რომის სტატუტს რეგიონიდან მხოლოდ საქართველომ მოაწერა ხელი და სრულად გაითვალისწინა მისი მოთხოვნები ეროვნული კანონმდებლობის შექმნის დროს. რომის კონფერენციაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების ძალისხმევისა და სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესში შეტანილი წვლილის მიუხედავად, არცერთი მათგანი რომის სტატუტს არ შეერთებია“.

„ჩვენ მივმართავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს დაუყოვნებლივ შეუერთდეს რომის სტატუტს; ეს გააძლიერებს და მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს სასამართლოს საკუთარი ფუნქციების შესრულების დროს“, - აღნიშნავენ ქსელის წარმომადგენლები.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რომელიც მხოლოდ მაშინ ერთვება გამოძიებაში როცა ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი გამოიძიება და სისხლის სამართლის დევნა აწარმოოს ეროვნულ დონეზე.

გასული წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ოფისი დაიწყებს იმ დანაშაულებების მონიტორინგს, რომლებიც მათი სასამართლოს კომპეტენციაში შედის და ჩადენილი იყო ომის დროს.

სამხრეთ კავკასიური ქსელი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცველების როლს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოიძიებაში და აგრძელების ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა და გენოციდის ფაქტების დოკუმენტირებასა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის ანგარიშების მომზადებას. დასასრულს, მოვუწოდებთ ყველა მთავრობას მოგვცეს დანაშაულების ადგილებზე მისვლისა და მუშაობის საშუალება, რათა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება.

სამხრეთ კავკასიის ადამიაინის უფლებათა დამცველების ქსელის წევრი ორგანიზაციები არიან:

აზერბაიჯანი

რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სტუდენტთა საერთაშორისო თანამშრომლობა
ასოციაციათავისუფალი ეკონომიკის ხელშეწყობისათვის
ალიევას სახელობის ქალთა ასოციაცია
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა რესურს ცენტრის კავშირი (სუნგაიტი)
იურიდიული განათლების საზოგადოება
ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება
მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი
მედიის უფლებების ინსტიტუტი
არჩევნების მონიტორინგისა და განათლების ცენტრი

საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცეტნრი
საქართველოს ძალადობის წინააღმდეგ ქსელი (AVNG)
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მრავალეროვანი საქართველოს
ინკლუზივი
საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
სტუდია „რეპორტიორი“
კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების კავკასიური ცენტრი

სომხეთი

სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია
ჰელსინკის ასამბლეა, ვანადზორი
სოციოსკოპი
დემოკრატია დღეს
სომხეთის ჰელსინკის ასამბლეა, ერევანი
იურისტები წამების წინააღმდეგ
საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება (PINK)
სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი
ვემატუნი-პოლიტპატიმრების ცოლები
ასპარეზი, ჟურნალისტთა კლუბი, გიუმრის რეგიონი