კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სრული ანგარიში პოლიტპატიმრებზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება

სრული ანგარიში პოლიტპატიმრებზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება

FIDH (ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია) და HRIDC (საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრი) აცხადებენ რომ მომზადდა მათი ერთობლივი ანგარიში საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოში FIDH-ის წევრი ორგანიზაცია, გაცნობებთ რომ მომავალ კვირას გამოქვეყნდება ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ.

თბილისი-პარიზი, 30 ივლისი, 2009. ეს ანგარიში მომზადდა საერთაშორისო საგამოძიებო მისიის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად რომელიც 2009 წლის 19-25 თებერვალს იმყოფებოდა თბილისში. მისიამ დაადგინა, რომ საქართველოში მართლაც არიან პატიმრები რომელთა დაკავება ევროსაბჭოს პოლიტპატიმრის განმარტების შესაბამისად მოხდა.

მისია ესაუბრა პატიმართა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს, საქართველოს ადამიანის უფლებებზე ომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. FIDH-ის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უფლება არ მისცა მისიის წევრებს ციხეში შეხვედროდნენ სავარაუდო პოლიტპატიმრებს.

ანგარიში ეხება 8 საპილოტო საქმეს. ანგარიშში ასახულია როგორ დააკავეს პოლიტიკური ოპონენტები და პატიმრობა მიუსაჯეს მთლიანად ან ნაწილობრივ გაყალბებული საქმეების საფუძველზე. ამ პირების მიმართ ყველაზე მეტად გამოიყენება ნარკოტიკების უკანონო შენახვის, გამოძალვისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდება.

ანგარიშის ავტორები დასკვნაში  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ხელი შეუწყოს ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას, რომელიც შეისწავლის საქართველოში სავარაუდო პოლიტპატიმრების საქმეებს. ისინი ასევე სთხოვენ საქართველოს მთავრობას FIDH-ს მიაწოდონ მტკიცებულებები მისიის დასკვნების გასაბათილებლად და დაიწყონ კონსტუქციული დიალოგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან საქართველოში პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით.