ხვალ, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ადამიანის უფლებათა ცენტრი, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მოაწყობენ მდუმარე საპროტესტო აქციას.
არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი ეხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, კერძოდ - 23 ნოემბერს საპატრულო პოლიციის მიერ მოძრაობა „7 ნოემბრის“ აქტივისტების კანონდარღვევით დაკავების ფაქტს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელში გაერთიანებული 30-მდე უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე - ნორვეგიელი უფლებადამცველები.
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი გაავრცელებს სპეციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით.