კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველი ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისში მათ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას გააპროტესტებენ

უფლებადამცველი ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისში მათ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას გააპროტესტებენ

26 თებერვალს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში (მაჩაბლის ქ. 11) საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, განსაკუთრებით, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბოლო დროს გაძლიერებულ საინფორმაციო კამპანიას.

უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა 2009 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. საინფორმაციო კამპანიის პირველი სამიზნეები აღმოჩდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ (10 დეკემბერს), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (12 დეკემბერს), სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე, „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“ თავმჯდომარე, მანანა მებუკე და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი (17 დეკემბერს). მათ შესახებ მსგავსი ხასიათის სიუჟეტები ეთერში გავიდა მოგვიანებითაც.

2010 წლის თებერვალში სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელს, გამომძიებელ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს დაემუქრნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ თუკი იგი არ შეწყვეტდა თავის საქმიანობას (კონკრეტულად, ფილმის გადაღებას რუსეთ-საქართველოს აგვისოტს ომზე), მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში იქნებოდა. ამ მუქარის შემდეგ კომახიძე იძილებული გახდა, პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა შვეიცარიაში.

სულ ახლახანს, 22 თებერვალს, გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვენდა სტატია სათაურით - „ვინ არის აგენტი კოდური სახელით „შვარციკა“ და რა შიფროგრამები გამოქყვეყნდა ინტერნეტ-საიტებზე“. სტატიაში საუბარია „მრავალენოვანი საქართველოს“ დამფუძნებელ არნოლდ სტეფანიანზე და მოყვანილია რუსულ ინტერნეტ-ფორუმზე გაურკვეველი პირის მიერ გამოქვეყნებული, თითქოსდა 1993 წლით დათარიღებული დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის მიერ სტეფანიანის გადაბირების შესახებ და ამ უკანასკნელის მიერ ვითომდა გადაცემული ე.წ. შიფროგრამები.


სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის თაობაზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებენ.