კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი მოხსნეს

23 ივლისი, 2010

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ოთარ სესიკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სააგენტოს კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ახალაური დაინიშნა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილემ თეონა ქალდანმა განუცხადა, ახალაური უფროსის თანამდებობაზე 14 ივლისს დაინიშნა, თუმცა სამსახურში ამ დრომდე არ გამოცხადებულა. მისი თქმით, ახალაური თბილისში, ტრენინგებზე იმყოფება. „რაც შეეხება ოთარ სესიკაშვილს, ის თბილისში გადაიყვანეს, სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, მრჩეველ - კონსულტანტად“, - აღნიშნა ქალდანმა.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ყოფილი უფროსი ოთარ სესიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის ბიძაა (დედის ძმა). არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურად განხორციელებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბევრი საფუძვლიანი საჩივრისა და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, დისშვილის მფარველობით, სესიკაშვილს პასუხისმგებლობას წლების განმავლობაში არავინ აკისრებდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები