კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა

19 ივლისი, 2010

მოძრაობა "არას" ლიდერი ლევან ჩიტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძეს მისი ორგანიზაციის წევრის აკაკი დარასელიას უკანონოდ დაპატიმრებაში ადანაშაულებს .
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ჩიტაძემ განაცხადა, 14 ივნისს, როდესაც განიხილებოდა მათი ორგანიზაციის წევრის ლუარსაბ ჟვანიას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა, სასამართლო სხდომაზე არსებული უსამართლობის გამო მოძრაობის წევრმა აკაკი დარასელიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ ლუარსაბ ჟვანია იყო ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარი.
დარბაზიდან გასული დარასელია, მოსამართლე ნინო სანდოძის ბრძანებით, მანდატურებმა უკან შემოაბრუნეს და მოსამართლემ ადმინისტრაციული ერთთვიანი პატიმრობა სასამართლოს უპატივცემულობის გამო შეუფარდა.
როგორც ლევან ჩიტაძემ განაცხადა, 2003 წლიდან დღემდე სასამართლოს წესრიგის დარღვევის გამო და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო ასეთი მკაცრი სასჯელი არავის შეფარდებია. მოსამართლეები იღებდნენ მხოლოდ დაჯარიმების გადაწყვეტილებას და ეს არის უპრეცედენტო ფაქტი.
მისივე განცხადებით, მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან დარასელია არის მოძრაობა "არას" წევრი და მკაცრი გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო მოსამართლე ნინო სანდოძემ.
ლევან ჩიტაძე აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
მანვე სახალხო დამცველი უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ სახალხო დამცველის გულგრილობის და მოვალეობის არშესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინონ ევროკომისიას. კერძოდ, პერ ეკლუნდს, სადაც იქნება კონკრეტული ფაქტები მოყვანილი, როდესაც სახალხო დამცველმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები