კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია

15 ივლისი, 2010

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა .

სასამართლო გამოძიება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. იკითხებიან პოლიციელები და “კავკასიის” თანამშრომლები. მოწმის სტატუსით დასაკითხია ნინო ჯანგირაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ტელეკომპანიის ოთხი ოპერატორი, ბექა მინდიაშვილი, ილიას უნივერსიტეტიდან სერგო რატიანი და 20-ზე მეტი პოლიციელი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს.
 
საქმეში რვა განსასჯელია შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი.

მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა სასჯელის მაქსიმუმი.

“კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები