კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას დევნილების განსახლების გაუაზრებელ პოლიტიკას, კიდევ ერთხელ საყვედურობენ .

16 ივლისი, 2010

 როგორც "ქრისტიან-დემოკრატმა" გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარშე სხდომაზე განაცხადა, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირების საწინააღმდგოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო სრულიად გაუაზრებელ და გაუმართებელ პოლტიკას ატარებს.

მისი თქმით, თბილისში, ათონელის ქუჩიდან გამოსახლებული დევნილები ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში წაიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ არსებული ფართი ამორტიზირებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

ახვლედიანმა იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ იმავე სოფელში რემონტდება რამდენიმე ფართი, თუმცა მას უკვე დაპირდნენ იქვე მცხოვრებ დევნილებს.
"ქუჩაში აღმოჩენასთან ერთად, დევნილები ერთმანეთსაც დაუპირისპირეთ", – განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ სამინისტროს დევნილების განსახლების თუ ფართების დაკანონების, არანაირი კონკრეტული პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები