კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა "7 ნოემბერი" ხელისუფლებას უმწეოებისა და მოხუცების დახმარების ფონდის შექმნას სთხოვს

16 ივლისი, 2010

მოძრაობა "7 ნოემბერი" ხელისუფლებას უმწეოებისა და მოხუცების დახმარების ფონდის შექმნას სთხოვს. როგორც პრესკონფერენციაზე მოძრაობის წარმომადგენელმა მიშა მუმლაძემ განაცხადა, უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ფონდი უნდა დაეხმაროს მათხოვარ ბავშვებს, მოხუცებსა და უმწეოებს. მისი განცხადებით, ბავშვები რომლებიც მათხოვრობენ პოტენციურ კრიმინალებად ყალიბდებიან.

"მოხუცებულებს რაც შეეხებათ, 80-ლარიანი პენსია არ ჰყოფნით - ეს თანხა არ არის საკმარისი წამლებში და გადასახადებში. ზოგიერთ მათგანს ნათესავებიც არ ჰყავს და არც ბინა აქვს, ცხოვრობენ ქუჩებში. ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა და შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება უმწეო ადამიანებს", - განაცხადა მიშა მუმლაძემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული კატეგორიის ადამიანების მიმართ არანაირი სახელმწიფო დახმარება არ არსებობს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა აღრიცხული ამ კატეგორიის ადამიანები და რამდენი არიან ისინი, ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ამაზე მათ ზუსტი მონაცემები არ აქვთ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები