კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა კავშირი „სხივი“ გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის პრივატიზებას აპროტესტებს

22 ივლისი, 2010

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივი“ გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის პრივატიზებას აპროტესტებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე „სხივის“ პრეზიდენტმა თამაზ ბიბილურმა განაცხადა, ისინი მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა ხვალ დაგეგმილი აუქციონი არავითარ შემთხვევაში არ შედგეს.
 
გარდა ამისა, ჟურნალისტთა კავშირის წევრები მოითხოვენ, სამინისტრომ შეამოწმოს გამომცემლობა „სამშობლოს“ ამჟამინდელი მდგომარეობა, რათა შეიქმნას სრულყოფილი დოკუმენტი „სამშობლოს“ რეალური მდგომარეობის შესახებ. ასევე, მათი მოთხოვნაა, შენობა გადაეცეს სააქციო საზოგადოება „მასმედიის ცენტრალურ სახლს“, რომელიც იურიდიულ პირად მაშინვე ჩამოყალიბდება, როცა იქნება სამინისტროს კეთილი ნება, შენობის დაბრუნების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ, მოხდეს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის სააქციო საზოგადოება „მასმედიის ცენტრალური სახლის“ ბალანსზე გადაცემა და სახელმწიფო საჯარო რეესტრში გატარება.
 
როგორც კავშირის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას 2009 წელს ჰქონდა შეხვედრა ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილე სულხან სისაურთან, რომელმაც შესთავაზა, რომ აქციების 50% გადაცემულიყო ჟურნალიტებისთვის, ხოლო 50%-ის პრივატიზება მომხდარიყო, რაზეც ჟურნალისტთა კავშირი „სხივი“ უარს აცხადებს. დღეს კი, ახალ მინისტრ ვერა ქობალიასთან შეხვედრას მოითხოვენ.
გარდა ამისა, როგოც ბიბილური აცხადებს, კავშირმა რამდენჯერმე მისწერა წერილი ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრ ლაშა ჟვანიას აღნიშნული მოთხოვნით, თუმცა მინისტრისგან არანაირი პასუხი არ მიუღია.
 
გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ არის მომზადებული. აუქციონი, რომელზეც ობიექტის გასხვისება იგეგმება. ხვალ ჩატარდება. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 12 მლნ დოლარია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები