კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „მონიტორი“ მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებას წარმოადგენს

28 ივლისი, 2010

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში 29 ივლისს, სტუდია „მონიტორის“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების - „პრეზიდენტის „სიმბოლური“ საჩუქრების“ ჩვენება გაიმართება.

ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფო ქონებების განაწილებას ეხება. სტუდია „მონიტორის“ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, პრეზიდენტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული უძრავი ქონება განკარგა, რომელთა ღირებულება ათეულობით მილიონ ლარს  შეადგენს.

ფილმის თანახმად,  მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდაზე მდებარე კომერციული ფართი ტელეკომპანია „ალანიას“ სიმბოლურ ფასად - 1 აშშ დოლარად გადასცა. პრეზიდენტმა პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი სახლები გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც. ეს იმ დროს, როცა  სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ჟურნალისტურ გამოძიებაში  მოთხრობილია ტელეკომპანია „რეალ ტივის“ ოფისის შესახებაც. ფილმის თანახმად, „რეალტივი“ თბილისში,  გორგასლის ქუჩაზე,  სამსართულიან სახლშია განთავსებული. როგორც ფილმიდან ირკვევა, ეს სახლი „რეალტივის“ არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ აღმოჩნდა ეს სახლი „რეალ ტივის“ განკარგულებაში.

პოლიციის გენერალ-მაიორმა დავით კეკუამ,  2007 წლის  ოქტომბერში, ციხის საკანში, სადაც ის დანაშაულის ფალსიფიკაციის ბრალდებით იმყოფებოდა,    უცნაურ ვითარებაში თავი ჩამოიხრჩო.

მედია.გე

ახალი ამბები