კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვეიცარიის მთავრობამ ვახტანგ კომახიძეს თავშესაფარი მისცა

28 ივლისი, 2010

26 ივლისს შვეიცარიის მთავრობამ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს თავშესაფარი მისცა. როგორც Media.Ge-ს კომახიძემ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობამ  ჯერ მხოლოდ ზეპირად დაადასტურა.   ლტოლვილის  სამართლებრივი  სტატუსი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
კომახიძის განცხადებით,  იმ ექვსი  თვის განმავლობაში, რაც ის შვეიცარიაში,  ლტოლვილთა ბანაკში,  იმყოფება, მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორჯერ მიმართეს ინტერვიუს ჩასაწერად, სხვა რაიმე სახის პროცედურები არ ჩატარებულა.

გამომძიებელმა ჟურნალისტმა გადაჭარბებული უწოდა  ქართული მედიით  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს   ის შვეიცარიის მთავრობამ  პოლიტიკურ დევნილად აღიარა.

„ქართულ მედიაში დაიწერა, რომ მე პოლიტიკურ დევნილად მაღიარეს და ა. შ. არანაირი აღიარება არ მომხდარა ოფიციალურად. უბრალოდ,  ვიცი, რომ თავშესაფარი მომცეს, სხვა დამატებითი ინფორმაცია ოფიციალური სტატსუსის შესახებ არ მაქვს და არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ის თქვეს, რომ თავშესაფარი მომცეს. ჯერ არ განუმარტავთ და შესაბამისად არ ვიცი, სამართლებრივად რა ჰქვია ჩემს სტატუსს, რადგან არანაირი დოკუმენტი არ მინახავს. როგორც მე ვიცი, თავსშესაფრის მინიჭების დროს არ იწერება პოლიტიკურია ეს თავშესაფარი, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური, შესაბამისად ვიდრე არ მეტყვიან ზუსტად,  რა ქვია ჩემს სტატუს,  არ ღირს დეტალებზე საუარი. არ მინდა ინტერპრეტაციები მივცე შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებას“, - თქვა ვახტანგ კომახიძემ.

კომახიძემ დასძინა, რომ ასევე გასარკვევია, შეძლებს თუ არა ის ოჯახის წაყვანას შვეიცარიაში.

ვახტანგ კომახიძემ  6 თვის წინ, ჟენევაში ყოფნის დროს,  შვეიცარიის მთავრობას თავშესაფრის თხოვნით მიმართა, მას შემდეგ, რაც, ჟურნალისტის განცხადებით, ხელისუფლება მას და მის ოჯახს ჟურნალისტური საქმიანობის გამო ანგარიშსწორებით დაემუქრა. მუქარა მოჰყვა, კომახიძის მუშაობის დაწყებას ფილმზე, რომლის შინაარსი მის მიერ გასული წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში გადაღებულ კადრებზე უნდა აიგოს და 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება.

კომახიძის თქმით, ლტოლვილთა ბანაკის პირობებში ფილმზე მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა. „ველოდები ამ ჯოჯოხეთიდან  როდის გავალ და მზად ვარ სამუშაოდ. აქ სამუშაო პირობები არ მქონდა“, - თქვა ჟურნალისტმა.

მედია.გე

ახალი ამბები