Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

უმუშევართა არმია იზრდება

July 28, 2010

სექტემბერში უმუშევართა რაოდენობა კიდევ 40 ათასით გაიზრდება. ამ ინფორმაციას „ბიზნეს-რეზონანსი“ აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილს შემცირებები უკვე შეეხო. უახლოეს მომავალში სკოლებიდან 25-30 ათასი პედაგოგის გათავისუფლება იგეგმება. "საქართველოს რკინიგზაში " 5 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩება. გაათავისუფლებენ რამდენიმე სამინისტროს და დეპარტამენტის თანამშრომლებსაც, რაც საერთო ჯამში სამსახურის გარეშე დამატებით 40 ათასი ადამიანის დატოვებას ნიშნავს.

ამავე ცნობის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში რეორგანიზაცია უკვე დაიწყო, რასაც ამ უწყებებში კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაციისთვის: „ენ-დი-აის“ კვლევით, საქართველოში მოსახლეობის 71% მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. „საქსტატის“ მონაცემებით კი უმუშევართა რაოდენობა 17%–ია.

კომერსანტი

News