Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

დაღუპულთა ნათესავები ცხინვალში სამძიმარზე არ დაუშვეს

July 28, 2010

19 ივლისს ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპულები ცხინვალში დაკრძალეს. ამ შემთხვევას 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.

ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ქართულმა მხარემ გამოუცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ მხარეებს მოუწოდა დაღუპულთა ნათესავებისთვის სამძიმრის სათქმელად ცხინვალში ჩასვლის უფლება მიეცათ. ცხინვალიდან დევნილ, ამჟამად თბილისში მცხოვრებ ბადრი ჭამპურიძეს ავტოკატასტროფაში ბიძაშვილი, 10 წლის მარი მაისურაძე დაეღუპა. იქვე მარის დედა, მადინა ჯიოევაც გარდაიცვალა. ჭამპურიძეების ოჯახმა ცხინვალში გამგზავრების სურვილი პირველივე დღეს გამოთქვა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა.

ბადრი ჭამპურიძეს პრობლემის მოგვარებაში, „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური ეხმარებოდა. დაიწყო მოლაპარაკება ქართულ და ოსურ მხარეებთან. შუამავლად და ნათესავების ცხინვალში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საქმეში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც ჩაერთო, მაგრამ საბოლოოდ ცხინვალში არ აღმოჩნდა ადამიანი, ვინც ნებართვას გასცემდა. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის დიდი ნაწილი ამჟამად ვენესუელაში იმყოფება, ცხინვალში დარჩენილმა მოხელეებმა კი გადაწყვეტილება საკუთარ თავზე ვერ აიღეს. მეგი ბიბილურის აზრით, რიგითი ადამიანები პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლნი არ უნდა ხდებოდნენ და მხარეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.

ბადრი ჭამპურიძე იმედს არ კარგავს, რომ უახლოეს პერიოდში ცხინვალში ჩასვლის და ნათესავებისთვის სამძიმრის თქმის საშუალება მიეცემა. მხარეებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმის წევრებმაც მიმართეს. ფორუმის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს ურჩევენ მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, რათა ნათესავებს ერთმანეთის.

გოგა აფციაური, რადიო „თავისუფლება“

News