Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

კულუმბეგოვის მტკიცებით, იგი ქართველმა სამხედროებმა გაცვლის მიზნით გაიტაცეს

July 28, 2010

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის მიხეილ კულუმბეგოვის მტკიცებით, იგი ქართველმა სამხედროებმა გაცვლის მიზნით გაიტაცეს. კულუმბეგოვის მონათხრობს სააგენტო „რესი“ ავრცელებს .

ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას მცხოვრები კულუმბეგოვი აცხადებს, რომ დილის 05:00 საათზე მის სახლში შეიარაღებული ქართველები შეიჭრნენ და გაიტაცეს.

„ქართულ სოფელ დვანში მიმიყვანეს, იქ ერთი ავტომობილი მოვიდა, რომელშიც შეიარაღებული ქართველი იჯდა. როგორც მივხვდი, იგი დანარჩენების უფროსი იყო. მის ავტომობილში გადამსვეს და ქართული სოფლის – დირბის მიმართულებით წამიყვანეს. იქ ისინი დიდ ხანს ლაპარაკობდნენ, სადღაც რეკავდნენ. ვთხოვდი მათ, არ მოვეკალი, რაზეც მიპასუხეს, რომ არაფერს დამიშავებდნენ და მხოლოდ მათ მეგობარზე გასაცვლელად გამიტაცეს, რომელიც თითქოსდა, ოსურ მხარეს ჰყავს დაკავებული“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ერთმანეთში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქართველებმა სოფელ ტახტიძირში მიიყვანეს, გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ სახლში თავად წასულიყო. „იქიდან ფეხით წამოვედი. ჩემს სახლამდე ორი კილომეტრი გავიარე“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

კულუმბეგოვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 27 ივლისს დილიდან გავრცელდა. ცხინვალის რეჟიმი მის გატაცებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. მოგვიანებით ოსურმა მხარემ ქართველი სამხედროები ასევე დაადანაშაულა იმ ოსი ჟურნალისტებისთვის ცეცხლის გახსნაში, რომლებიც სოფელ გვირგვინაში კულუმბეგოვის გატაცების შესახებ სიუჟეტს იღებდნენ. ქართულ მხარეს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ინტერპრესნიუსი

News